რას ეძებ?

საქართველო სპორტი

ქართველი ფეხბურთელი კარიერას ევროპაში გააგრძელებს

ლუკა დალაქიშვილი

დღევანდელ რუბრიკაში გვსურს გაგაცნოთ ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი ტალანტი, ლუკა დალაქიშვილი. 2006 წელს დაბადებული ფეხბურთელი პოზიციით ცენტრალური მცველია თუმცა მისი უნივერსალობა საფეხბურთო გუნდებს მისცემს საშუალებას ფეხბურთელი გამოიყენოს როგორც განაპირა მცველად ასევე საყრდენ ნახევარმცველად. გაიცანით ფეხბურთელი რომელსაც სოციალურ ქსელში უკვე 100 000 -ზე მეტი ფოლოვერი ჰყავს, გაიცანით ქართველი ტალანტი რომელსაც 15 წლის ასაკში უკვე საკუთარი ოფიციალური საიტიც კი გააჩნია.

ლუკა დალაქიშვილის საფეხბურთო კარიერა ამ ეტაპზე განვითარების წარმატებულ და სწორ გზას ადგას. ფეხბურთელით რამოდენიმე კომპანია ინტერესდება, რომელთაგანაც ერთ-ერთან უკვე წინასწარი შეთანხმება აქვს. ფეხბურთელის მომავალი საკმაოდ ფართომაშტაბიანია იმ კუთხით რომ დიდია ალბათობა იმისა რომ ლუკა დალაქიშვილმა საფეხბურთო კარიერა ესპანეთში, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საფეხბურთო აკადემიაში გააგრძელოს.

ფეხბურთელის თამაშის კომპონენტებში გამოსარჩევი მისი საკმაოდ ლამაზი დაცვის სტილია, ფეხბურთელს პოზიციის გასამყარებლად აქვს ძალიან კარგი სისწრაფე და კონტრ-შეტევების დროს მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს საშუალებას არ აძლევს სწრაფი იერიშის განხორციელების.  ფეხბურთელის მიღწევებში უკვე შეგვიძლია რამოდენიმე ასპექტი გამოვყოთ, უცხოური კომპანიის რჩეული ფეხბურთელი კონკრეტული შეჯიბრებების დროს სწორედ რომ ლუკა დალაქიშვილი გახდა რის გამოც მას საჩუქრად ლენოვოს ბრენდის პლანშეტური კომპიუტერი გადაეცა საჩუქრად, სერთიფიკატთან ერთად.

ლუკა დალაქიშვილის მიმართ ინტერესს ასევე საერთაშორისო კომპანია იჩენს რომელზედაც ინფორმაციას უკვე ვიძიებთ. როგორც პარტნიორმა კომპანიამ განაცხადა ფეხბურთელის მიმართ ყველანაირ ინტერესს მიესალმებიან და მზად არიან ნებისმიერი შეთავაზების მოსასმენად და განსახილველად.

ლუკა დალაქიშვილის კარიერული ზრდა სწორი იმიჯის შექმნით დაიწყო. ახალგაზრდა ფეხბურთელის ოფიციალურ  სოციალურ ქსელებს და საიტს აქვე შემოგთავაზებთ:

Official site: LukaDalakishvili.com
Official FacebookPage: @LukaDalakishviliOfficial
Official Facebook fan-club page: @LDfanclubofficial
Official Facebook fan-club group: @LDfanclub

ფეხბურთელის სამომავლო გეგმები საწყის ეტაპზე განისაზღვრება ესპანეთში კარიერის გაგრძელებით, რამოდენიმე საფეხბურთო აკადემიაში ჩარიცხვის პერსპექტივა (განვითარება) ფეხბურთელს უკვე გააჩნია, ფეხბურთელი სამომავლო პროექტებში აქტიურად იღებს მონაწილეობას ისევე როგორც იმ პროექტებში რომელსაც მისი პარტნიორი კომპანია აწარმოებს თუ აფინანსებს. 

P.S: სტატია მომზადებულია სპეციალურად article.ge -სთვის.

ლუკა დალაქიშვილი
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *