რას ეძებ?

მეცნიერება სხვა

გვიმრა – დედამიწის უძველესი ბინადარი (აჭარის გვიმრები)

აჭარის გვიმრები

როცა ვუყურებთ მცენარეებით მდიდარ მწვანე ლანდშაფტს, მაგალითად ტყეს, ძნელად წარმოვიდგენთ დედამიწას მცენარეებისა ან სხვა ორგანიზმების გარეშე. თუმცა დედამიწის ისტორიის პირველი 3 მილიარდი წლის განმავლობაში ხმელეთის ზედაპირზე სიცოცხლე არ იყო. გეო ქიმიური მონაცემების მიხედვით ბაქტერიები ხმელეთზე დახლოებით 3.5 მილიარდი წლის წინათ უკვე არსებობდნენ, მაგრამ ხმელეთის პირველი მცენარეები, სოკოები და ცხოველები მათ მხოლოდ 500 მილიონი წლის წინ შეუერთდნენ.

ბოლო პერიოდში მეცნიერებმა, რომლებიც „Deep Green“ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობდნენ, მცენარეების ევოლუციის ძირითდი საფეხურების დასადგენად დიდი კვლევა ჩაატარეს და ხმელეთის მცენარეებისა და წყალმცენარეების მრავალი სახეობის გენები გამოიკვლიეს. ბირთვისა და ქლოროპლასტების გენების შედარება მორფოლოგიურ და ბიოქიმიურ მონაცემებთან ადასტურებს ქაროფიტების და ხმელეთის მცენარეების თანამედროვე სახეობების ახლო ნათესაობაზე. ეს არ ნიშნავს, რომ თანამედროვე წყალმცენარეები ხმელეთის მცენარეების წინაპრებია, მაგრამ მათი დახმარებით ამ წინაპრების ფენოტიპის წარმოდგენა შეგვიძლია.

ქაროფიტების მრავალი სახეობა წყალმარჩხ ადგილებში, გუბურებსა და ტბების ნაპირებთან ბინადრობს, რომლებიც დროდადრო შრება. ასეთ გარემოში ბუნებრივი გადარჩევა ხელს უწყობს იმ ინდივიდების გადარჩენას, რომლებიც დროის კონკრეტულ მონაკვეთში უწყლობას უძლებენ. ქაროფიტების ზიგოტებს გამოშრობისაგან მდიდარი პოლიმერის – სპოროპოლენინის შრე იცავს. ამ ქიმიური ადაფტაციის წინაპრის ფორმა შეიძლება სპოროპოლენინის მკვრივი გარსის წინამორბედი იყო, რომელიც ხმელეთის მცენარეების პორებს ფარავს. ქაროფიტების მსგავსი წინაპრების, როგორც მინიმუმ, ერთი პოპულაციის მიერ ასეთი ნიშანთვისებების დაგროვება, მათ შთამომავლობას, ხმელეთის პირველ მცენარეებს, სანაპირო ზოლში მუდმივად არსებობის საშუალებას აძლევდა. ასეთი ევოლუციური სიახლეების საშუალებით შესაძლებელი გახდა ხმელეთზე განსახლება, რასაც მრავალი სარგებელი ჰქონდა. მზის კაშკაშა სინათლეს აქ წყალი და პლანქტონი არ ფილტრავდა. ატმოსფერო დიდი რაოდენობით CO 2-ს შეიცავდა, მინერალური საკვები ნივთიერებით მდიდარ ნიადაგში ფიტიფაგები და ფატოგენები მხოლოდ მცირე რაოდენობით იყო. სარგებელი ამ ფაქტორებიდან მცენარეებმა მას შემდეგ მიიღეს, როცა ევოლუციის შედეგად ხმელეთზე გადარჩენისა და გამრავლების ადაფტაციები განუვითარდათ.

პალეობოტანიკოსები, რომლებიც მცენარეების ევოლუციის დასაწყისის ნიშნებს ეძებენ, დიდი ხანია კამათობენ ხმელეთის მცენარეების უძველესი ნამარხი ფორმის რაობაზე. 1970-იან წლებში მეცნიერებმა ნამარხი სპორები აღმოაჩინეს და ორდოვიცული პერიოდით დაათარიღეს, ანუ მათი ასაკი 475 მილიონი წელია. მართალია, ნამარხი სპორები თანამედროვე მცენარეების სპორებს გავს, მაგრამ ისინი რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიშნით განსხვავდება. მაგალითად თანამედროვე მცენარეების სპორები ცალკეული მარცვლების სახით ვრცელდება, ნამარხი სპორები 2-4 სპორისაგან შემდგარ ჯგუფშია შეფარებული.

ომანში 2003 წელს დიდი ბრიტანეთისა და ომანის მეცნიერებმა სპორები 475 მილიონი წლის ასაკის ქანიდან გამოყვეს. ამავე ასაკის ადრე აღმოჩენილი სპორებისაგან განსხვავებით, ეს სპორები მცენარის კუტიკულის მასალაში იყო, რომელიც თანამედროვე მცენარეების სპორების მატარებელი ქსოვილის მსგავსია. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ომანში ნაპოვნი სპორები ალბათობით ხმელეთის მცენარეებს ეკუთვნოდა.

ნამარხი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მცენარეები ხმელეთზე სულ მცირე 475 მილიონი წლის წინათ უკვე ბინადრობდნენ. მცენარეები რამდენიმე ძირითად ჯგუფად დაითიშნენ: ხავსნაირებად (არაჭურჭლოვან მცენარეებად), უთესლო ჭურჭლოვან მცენარეებათ, მაგალითად ლიკოფიცები და გვიმრები და თესლოვან მცენარეთა ორ ჯგუფად: შიშველთესლოვანებად და ფარულთესლოვანებად (ყვავილოვან მცენარეებად).

დევონურ პერიოდში წარმოშობილი გვიმრები ფართოდ განსახლდენ. ხის მაგვარ ლიკოფილებთან, შვიტებთან ერთად ისინი ქვანახშირის პერიოდის ვრცელ, ჭაობიან ტყეებში იზრდებოდნენ. ამჟამად გვიმრები ძალიან ფრთოდ გავრცელებული უთესლო ჭურჭლოვანი მცენარეებია. მათი სახეობათა რაოდენობა 12 000 აღემატება. მართალია ტროპიკებში გვიმრები ყველაზე მრავალფეროვანია, მაგრამ ბევრი სახეობა ზომიერი სარტყლის ტყეებში იზრდება.

ქვანახშირის პერიოდში თანამადროვე ლიკოფიდების, შვიტებისა და გვმირების წინაპრები და მათი უთესლო ჭურჭლოვანი ნათესავები გაცილებით მაღლები იყვნენ და პირველ ტყეებს ქმნიდნენ. ჭურჭლოვანი ქსოვილის, ფესვებისა და ფოთლების ევოლუციასთან ერთად ამ მცენარეებში გაიზარდა ფოტოსინთეზის დონე, რამაც ატმოსფეროდან CO 2-ის შთანთქმა ძლიერ გაზარდა. მეცნიერთა შეფასებით CO 2-ის დონე ქვანახშირის პერიოდის მანძილზე 5-ჯერ დაეცა, რამაც გლობალური აცივება გამოიწვია, რომელსაც გამყინვარება მოჰყვა. პირველი ტყეების შემქმმნელი უთესლო ჭურჭლოვანი მცენარეები საბოლოოდ ქვანახშირად გარდაიქმნენ. მთელ მსოფლიოში ადამიანი საწვავად 6 მილიარდ ტონა ქვანახშირს იყენებს. იმ მცენარეების მიერ წარმოქმნილი ქვანახშირი, რომლებმაც გლობალურ აციებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს, ახლა ნახშირორჟანგს ატმოსფეროში აბრუნებს და გლობალურ დათბობას განაპირობებს.

გვიმრები გავრცელებულია მთელ დედამიწაზე, უმეტესად ტენიან ტროპიკებში. მათი მრავალგვარი სასიცოცხლო ფორმიდან, ზოგიერთი ხავსებს წააგავს, ზოგი მრავალწლოვანი ბალახებია, ზოგი კი ნამდვილი ხეები. მცირეოდენი სახეობები წყალში იზრდება, ზოგი (ქსეროფიტები) მშრალ ადგილებშიც გვხვდება. მრავალი ტროპიკული გვიმრა ბინადროს ხის ღეროებსა და ფოთლებზე (ეპიფიტები).

გვიმრები იყოფიან სამ კლასად: 1. პირველადი გვიმრები (Primofilices) ნამარხი ფორმებია; აქვთ დიქოტომიურად დატოტვილი ღერო და ტოტების ბოლოზე განლაგებული სპორანგიუმები, ტოლპორიანები, იშვიათად განსხვავებულსპორიანები არიან. 2. ეუსპორანგიუმიან გვიმრებს (Eufilices) უინდუზიუმო მრავალშრიანი სპორანგიუმის კედელი აქვთ. მათი რამდენიმე სახეობიდან ყველა ტოლსპორიანია. 3. ლეპტოსპორანგიუმიან გვიმრებს (Leptofilices) აქვთ ერთშრიანის პორანგიუმის კედელი, აგრეთვე ინდუზიუმი. ზოგი ფორმა ტოლსპორიანია, ზოგი განსხვავებული სპორიანი. ეს გვიმრები ყველაზე ფართოდ არიან გავრცელებული, შეიცავენ 10 000-მდე სახეობას, იყოფიან სამ რიგად: ნამდვილ გვიმრებად (Filicales), მაესილიასნაირებად (Marsiliales) და სალვინიასნაირებად (Salviniales).

მიუხედავად იმისა, რომ გვიმრებს ყვავილი არ გააჩნიათ და არც რაიმე ნაყოფს ისხამს, მის ფოთლებს ძალიან დიდი დეკორატიული ღირებულება აქვს. გვიმრები თავისი მარტივი, ელეგანტური, სუფთა ნატურლური სიმწვანით და დეკორატიული ღირებულებით განსხვავდება თესლიანი მცენარეებისაგან.

როგორც უძველეი ფლორის წარმომადგენლები, გვიმრები დიდი ხანია განიცდიან ანთროპოგენულ ზეგავლენას. ყველზე დიდი მრავალფეროვნებით გვიმრები წარმოდგენილი არიან დედამიწის ორივე ნახევარსფეროს ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში. გვიმრების მრავალფეროვნება სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით მცირდება.

აჭარის გვიმრების ყველა სახეობა მიეკუთვნება მრაავალწლოვან ბალახოვან მცენარეებს, რომელთა შორის გამოიყოფა 3 ჯგუფი: ტყის ეკოტიპები, კლდის სახეობები და მდელოს სახეობები. ტყის სახეობები, როგორც წესი, დიდი ზომის მცენრეები მრვალჯერ დანაკვთული ფოთლებით. კლდის სახეობებს მიეკუთვნებიან ფესვიანი გვიმრები, რომლებიც ხასიათდებინ წყლისა და ტემპერატურის რეჟიმის პირობებთან მაღალი შეგუებით. მდელოს სახეობები არც თუ ისე დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი. დღეისათვის აჭარაში ჩატარებული კვლევებისა და ლიტერაატურულ მოცანემებზე დაყრდნობით, გვიმრების 52-მდე სახეობაა დაფიქსირებული. მრავალი მათგანი სააკმაოდ დიდ როლს თამაშობს მცენარეულ საფარში.

2018 წელს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის მეცნიერ თანამშრომელმა, თემურ ვასაძემ, მეცნიერთა ჯგუფთან ერთად, განახორციელა აჭარის რეგიონში გავრცელებული გვიმრების კომპლექსური შესწავლა. კრძოდ: სისტემატიკური და გეოგრფიული სტრუქტურის ანალიზი, ბიოლოგიური და გავრცელებს თავისებურებათა შესწავლა, იშვიათი და გადაშენების საფრთხეში მყოფი სახეობების გავრცელების თავისებურებები და მთი თანამედროვე მდგომარეობა, გვიმრათა სხვაადასხვა სამეურნეო მნიშვნელობის შესწავლა და ანალიზი. პირველად იქნა კომპლექსურად შესწავლილი აჭარის გვიმრების ბიომორფოლოგია, ეკოლოგია, გეოგრაფია. დაზუსტდა სახეობრივი შემადგენლობა, პირველლად დფიქსირდაა საქართველოსა და აჭარისათვის ახლი სახეობის გვიმრა. დაზუსტდა გეოგრაფიული სტრუქტურა, ვერტიკალურ-ზონალური გავრცელების კანონზომიერება. დაზუსტდა იშვიათი და გადაშენების საფრთხის წინაშე მდგარი გვიმრების სახეობები, სასარგებლო გვიმრების სია.

ეწრის გვიმრა (Pteridium tauricum). აქვს ფრთისებრ დანაკვთული ფოთოლი. მრავლდება ფესვებითა და სპორებით. გავრცელებული ტყის ზონაში, ჭარბტენიან ადგილებს ვერ ეგუება. ძნელად მოსასპობი საარეველაა. 

გველისენისნაირი (Ophioglossales). უმრავლესობა მრავალწლიანი ფესურიანი მცირე ზომის ბალახია. ფესურიდან ამოდის ერთი ან რამდენიმე ფოთოლი, რომლებიც გაყოფილია ორად – მწვანე უნაყოფო ფირფიტად და სასპორო ნაწილად.

თესლოვანი გვიმრები (Luginopteridopsida) გადაშენებულ უმაღლეს მცენარეთა კლასია. მათი დიდი ფოთლები გვიმრის ფოთლებს წააგავდა, სადაც განლაგებული ჰქონდთ სხვადასხვა აგებულების თესლი. თესლოვანი გვიმრები ქარეით მტვერია მცენარეები იყო. 1905 წელს ინგლისელმა ბოტანიკოსმა ფ. ოლივერმა და დ. სკოტმა დაადგინეს, რომ თესლოვან გვიმრებში გაერთინებულია გვიმრისა და შიშველთესლოვანების ნიშნები.

მარაციალები ( Marattialles).მათი ღეროს ნაწილი ხორცოვანი ფესვებით მიწის ქვეშაა ჩამალული. ფოთლები ფრთისებრ რთულია, იშვიათად მარტივი. მრავლდებიან სპორებით.

მდედრობითი გვიმრა (Athyrium filix femina). მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. კოლხეთში გვხდება ტყის ყველა სარტყელში. სამკურნალო და დეკორატიული მცენარეა.

პიველადი გვიმრები (Primofilices). სალვინია განსხვავებულსპორიანი მცენარეა, წყლის ზედპირზე მოტივტივე ორი ფოთლით, მესამე წყალშია ჩაყურყუმალებული, ძლიერ დანაწევრებულია და ფესვის მაგივრობას ასრულებს. საქართველოში იზრდება მხოლოდ ერთი სახეობა Salvinia naturs.

ჩადუნა მამრობითი გვიმრა (Dryopteris filix mas) მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ჩვენში ყველაზე გავრცელებული გვარია. საქართველოში გვხდება 9 სახეობა.

ტყის უმრავლეს გვიმრებს გრძელი და ფრთასავით დანაკვთული ფოთლები აქვს. ფოთლები ხშირად თავს იყრის კონებათ და ფართო ძაბრებს ან ფუჟერებს მოგვაგონებს. საინტერესოა, რომ სიტყვა „ფუჟერ“ ფრანგულიდან არის ნასესხები და ნიშნავს გვიმრას. თუ საარსებო პირობები ნორმალურია, ზაფხულში გვიმრის ფოთლების ქვედა მხარეს წერტილის ან მძიმის ფორმის მინიატურული მურა ლაქები წარმოიქმნება. ეს ლაქები ე. წ. სორუსებია.

ფოთლის მაქმანთა მრავალფეროვნებით და სილმაზით გვიმრას ცოტა მცენარე თუ შეეჯიბრება. გვიმრა დედამიწის უძველესი ბინადარია. გარდასულ გეოლოგიურ ეპოქებში მასზე გიგანტური მცენარე დედამიწაზე არ მოიპოვებოდა, მაგრამ ახლა იგი თითქმის ბალახებად ხარობს. დედამიწის შორეული წარსულის ეს უტყვი მემატიანე ქარს გატანებული სპორებით მრავლდება. დღეს მხოლოდ ტროპიკულ ქვეყნებში შემორჩა ხე-გვიმრები. ფრიად ყურადსარებია ასევე ბიჭვინთის მიდამოებში შემორჩენილი ტროპიკული წარმოშობის სამეფო გვიმრა – ოსმუნდა რეგალია. ასეთ გვიმრებს და მათ მსგავსებს უდიდესი მეცნიერი და ნატურალისტი ჩარლზ დარვინი (ცოცხალნამარხებს) უწოდებდა. გარდა ტროპიკებისა ამჟამად დედამიწის მხოლოდ ქვანახშირის მაღაროში თუ პოულობენ ერთ დროს გაბატონებული ამ დიდებული ფლორის ნაბეჭდებს.

ტყეში გვიმრების სპორები, სწორედ ზაფხულში, ივლისში წარმოიქმენება. დასაბამაი ეძლევა უძველესი მცენარის ახალ შთამომავლობას. ადრე გაზაფხულზე ლოკოკინას ნიჟარად დახვეული გვიმრის ნორჩი ნაწილიდან საქართველოს რიგი მთიანეთის მკვიდრნი შესანიშნავ საკვებს ამზადებენ. მთიან ტყეებში გავრცელებული ჩადუნას დიდი ზომის ფრთისებრი ფოთლები უზადო ფორმის ძაბრს წარმოქმნის. შემოდგომაზე ზოგიერთი ძაბრის ფსკერზე მოკლე ყავისფერი ფოთლები შეიძლება შევამჩნიოთ. ეს ფოთლები სირაქლემას ფრთებს წააგავს. ამ მსგავსების გამო რუსულად (გვიმრა-სირაქლემას) უწოდებენ. სორუსებს ჩადუნას ფოთლებზე განაწილებული აქვთ: მწვანე და დიდები მცენარეს კვებავენ, ხოლო ყავისფერი და პატარები გამრავლებას ემსახურებიან. ჩადუნას ფესურა სამკურნალოდ გამოიყენება. საყურადღებოა ჩადუნას ძლიერ შხამიანობა. ამიტომ მისი სამკურნალოდ გამოყენება ექიმის ზედამხედველობით გამოიყენება.

Pteridium Tauricum – მრავალწლიანი ფესურიანი მცენარეა. გრძელყუნწიანი ფრთისებრდანაკვთული ფოთლები ფესურიდან განცალკევებულად ამოდის, რომელიც განიერფუძიანი სამკუთხედისებრი ან კვერცხისებრია, ორჯერ ან სამჯერ ფრთართული. ქვედა მხარე წითელი ხშირი ბუსუსებითაა შემოსილი. იგი აბეზარი სარეველაა ჩაის პლანტაციების ან ციტრუსების ბაღებში.

საქართველოს ეგზოტიკური მცენრეების ექსპანსია უძველეის დროიდნ იღებს სათავეს. შავი ზღვის აჭარის სანაპირო რაიონს, სადაც ბათუმის ბოტანიკური ბაღია გაშენებული ფლორის უძველესი ელემენტებით, კოლხეთისათვის უაღრესად ტიპიური და ფლორით და მცენარეულობით არაერთი მკვლევარის ყურადღება მიუქცევია. კრასნოვი მას (სამხრეთ-კოლხეთის) განსაკუთრებულ ბოტანიკურ-გეოგრაფიულ ერთეულად თვლიდა.

აჭარის ფლორისტული რაიონის გვიმრების სახეობრივი მრვალფეროვნების ზრდა ძირითადათ უკავშირდება მათ ინტროდუქციას აჭარის ფლორისტულ რაიონში. ბოტანიკურ ბაღში გვიმრების ინტროდუქცია ძირითადათ ხდებოდა დეკორატიული მიზნით დახურული გრუნტისათვის. შემდეგში ზოგიერთი მათგანი გაველურდა და დღეს ისინი გვხდება როგორც ბაღის ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთაც. დღეს ეს სახეობები წარმოადგენენ აჭარაში სუბსპონტანურად გავრცელებულ გვიმრებს. სუბსპონტანური მცენარეები არაადგილობრივ მცენარეთა სახეობების ერთ-ერთი კატეგორიაა, რომლებიც ბუნებაში კულტურიდან გავრცელდნენ. ლიტერატურული წყაროებიდან ირკვევა, რომ არაადგილობრივი გვიმრები მხოლოდ აჭარის ფლორისტულ რაიონში გვხდება.

Cyrtomium falcatim – აღმოსავლეთ აზიური მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ამჟამად გავრცელებულია ჩაქვი ბათუმის მიდამოების ზღვისპირა ფერდობების მეორად ბალახეულში აბორიგენულ გვიმრებთან ერთად.

Adiantum cunneatum – ბრაზილიური მრავალწლოვანი ბალხოვანი მცენარეა. 1956 წელს პირველად იქნა შეგროვებული მწვანე კონცხის მიდმოებში.

Driyopteris atrata – აღმოსავლეთ აზიური მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. პირველად 1958 წელს მწვანე კონცხის მიდმოებში იქნა შეგროვებული.

Onoclea sersibilis – აღმოსავლეთ აზიური დეკორატიული გვიმრა. 1967 წელს მწვანე კონცხის და ბათუმის მიდამოების ბაღ-პარკების ხე-მცენარეების მიდამოებშია შეგროვებული.

Paoris vittata – ხმელთაშუა ზღვისპირეთის მრავალწლოვანი გვიმრაა. ამჟამად ბათუმ-ჩაქვის გზისპირას მშრალ ბალახოვან ფერდობებზეა გავრცელებული.

Hypolepis pinctata აჭარისთვის და მთლიანი საქართველოსთვის გვიმრის ახალი სახეობაა. გვხდება ძირითადათ წითელმიწა ნიადაგებზე – ბათუმის ბოტანიკური ბაღი, მიმდებარე ტერიტორია, ბობოყვათი, გონიო, სარფი, სახალვაშო, ქედის რაიონამდე.

გვიმრების ნაწილი საკვებად გამოიყენება, ნაწილი შხამიანია, მაგრამ სამკურნალოდ პრაქტიკულად ყველანაირი სახეობა იხმარება. გვიმრა შეიცავს მიკრო და მაკრო ელემენტებს: აპინინს, ნიკოტინის მჟავას, ქოლინს, სლიცილის მჟავას, კაროტინს, ლორწოს, ეთერზეთებს. გვიმრას აქვს თვისება ჰაერიდან და ნიადაგიდან მიიღოს მძიმე ლითონები. ამის გამო გამოიყენება ჰაერის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად ან უკვე დაბინძურებული ჰაერის გასაწმენდად.

გვიმრა ავლენს: ანტიმიკრობულ ანთების საწინააღმდეგო, სისხლის აღმდგენ, ანტისეფტიკურ, შარდმდენ თვისებებს; თერაპიული მოქმედება გააჩნია მის ეთერზეთებს, რომლებიც გამოიყენება მის დასამუშავებლად. მისი ნაყენი გამოიყენება მენსტრუაციული ციკლის მოსაწესრიგებლად, ასევე ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ. თვალის დაავადების დროს ნაეყით იწმენდენ თვალებს, ის კარგი ტკივილგამაყუჩებელია ნიკრისის ქარის დროს.

ერთ-ერთი პირველი ლიტერატურული მონაცემები ჩვენი ფლორის გვიმრების შესწავლის შესახებ არის „კავკასიის ფლორაში“, რომლის მიხედვითაც კავკასიაში აღწერილია გვიმრების ხუთი ოჯახის 23 გვარის 57 სახეობა. მათგან საქართველოში 47 სახეობა იყო დაფიქსირებული.

გვიმრათა სახეობების სამკურნალო თვისებები და გამოყენება უხსოვარი დროიდან იყო ცნობილი. თუმცა მათი გამოყენების მეცნიერული დასანუთება მე-20 საუკუნის დასაყისში გამოჩნდა. სხვადასხვა მონაცემებით ოფიციალურად 180-მდე სახეობის სახეობის სამკურნალო დანიშნულების გვიმრა ფიქსირდება. ამათგან 14 აღწერილია სხვადასხვა ქვეყნის ფარმაკოლოგიაში.

სამეცნიერო მედიცინაში გვიმრები ცნობილია როგორც ჭიების საწინააღმდეგო საშალება. ფარმაკოლოგიაში ჩვენთან გავრცელებული გვიმრებიდან შეტანილია მთის ჩადუნა. მისი ფესურისგან მზადდება პრეპარატი როზაპინი.

გვიმრებს უხსოვარი დროიდან იყენებდნენ ტიბეტურ, ჩინურ, კავკასიურ, აღმოსავლეთ ჰიმალაის მედიცინაში.

გვიმრების ნაყენის ან ნახარშის გამოყენებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო. აუცილებელია კარგი და გამოცდილი ფიტოთერაფევტის რჩევების გათვალისწინება და მეთვალყურეობა. ამის მიზეზი გვიმრების შემადგენლობაში არსებული მჟავებია, რომელბსაც ადამიანის ორგანიზმისათვის დამღუპველი მოქმედება აქვს. ჭარბმა დოზირებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ღებინება, თავბრუხვევა, არტერიული წნევის დაცემა, კრუნჩხვები, სუნთქვის გაძნელება და სიკვდილიც კი.

გვიმრების უმაღლესი მცენარეების საკმაოდ ძველი წარმომადგენლები არიან და ამჟამადაც აგრძელებნ განვითარებას. წარსულ გეოლოგიურ პერიოდთან შედარებით მათ ამჯამად ნაკლები როლი მიეკუთვენბათ, მაგრამ ისინი სამასამდე გვარში გაერთიანებულ 10 000-მდე სახეობას ითვლიან.


გამოყენებული ლიტერატურა: 1) ა. დოლუხანოვი, ი. მიქელაძე – „საქართველოს ფლორა“ ტ.1. თბ. 1971 წ. – 2) ნ. ა. კომარნიცკი, ლ. ვ. კუდრიაშოვი, ა. ა. ურანოვი – „მცენარეტა სისტემატიკა“ თბ. 1973 წ. – 3) ი. მიქელაძე – ქსე ტ.3 გვ. 143. თბ. 1978 წ. – 4) თ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი – „ლექსიკონი – ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები“ თ. 2011 წ. – 5) ქსე ტ. 4 გვ. 669. თბ. 1979 წ. – 6) თ. ვასაძე – „აჭარის გვიმრების მრავალფეროვნება და ბიოეკოლოგია“ ბათუმი 2018 წ.

ავტორი: აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის უფროსი მეცნიერ-მუშაკი თამარ ტარიელაძე

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *