ათენის აკროპოლისი: ძველი ბერძნული სამყაროს უდიდესი მემკვიდრეობა
საბერძნეთში არსებულ მრავალ აკროპოლისთაგან ათენის აკროპოლისი გამორჩეულია. ის იმდენად ვრცელი, დიდებული და სახელგანთქმულია, რომ უბრალოდ, „აკროპოლისს“ უწოდებენ. ათენის აკროპოლისის გვირგვინი პანთეონია, თუმცა ქლაქში სხვა მნიშვნელოვანი კულტურული, არქიტეტურული და არქეოლოგიური ღირშესანიშნაობებიც მრავლადაა და ძველი ბერძნული სამყაროს უდიდეს მემკვიდრეობად ითვლება.
აკროპოლისი თანამედროვე ათენს 150 მეტრის სიმაღლიდან დაჰყურებს. ის ბრტყელთხემიან კლდეზე მდებარეობს და სხვა აკროპოლისთა მსგავსად ოდესღაც ათენის დამცავი ციხესიმაგრე და წმინდა საყდარი იყო, რომელსაც ომიანობის ჟამს აფარებდნენ თავს (სიტყვა „აკროპოლისი“ „ზედა ქალაქს“ ნიშნავს). მსგავსი ადგილები ძველი ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოებისთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მითოლოგიაში ათენის აკროპოლისი ის ადგილია, სადაც ქალღმერთი ათენა და ღმერთი პოსეიდონი ათენის დასაპატრონებლად შეებრძოლნენ ერთმანეთს. ათენამ გაიმარჯვა და ქალაქს მისი სახელი ეწოდა. იმ ადგილას, სადაც თქმულების მიხედვით, ათენას შუბის შეხებით მიწიდან ზეთისხილის ხე ამოვიდა, ერეხთეონი ააშენეს.
ათენის აკროპოლისს მისი მასშტაბები და შენობის ხარისხიანობა გამოარჩევს. შენობების უმეტესობა ძვ. წ. V საუკუნით თარიღდება. ჯერ კიდევ შემორჩენილია ბევრი არქეოლოგიური მტკიცებულება იმისა, რომ აკროპოლისი დაარსების დღიდანვე მნიშვნელოვანი იყო ათენელებისთვის, თუმცა, ძალიან ბევრი შენობა (მათ შორის, ძველი პანთეონი) ძვ. წ 480 წელს სპარსელებმა დაანგრიეს. მას შემდეგ, რაც ათენელებმა მტერი განდევნეს, ათენი ყველაზე გავლენიანი ბერძნული ქალაქი-სახელმწიფო გახდა.
ძვ. წ. 460 წელს ოცდაათწლიანი „ოქროს ხანა“ დაიწყო, როდესაც აკროპოლისში ბევრი დიდი ტაძარი აიგო (ხშირად საძირკვლად ძველი შენობის ნანგრევებს იყენებდნენ). ამ ტაძრების უმეტესობა დღესაც გადმოჰყურებს ათენს. ათენელი მოქანდაკის, ფოდიასისა და ორი არქიტექტორის, იკტინოსისა და კლიკრატეს ხელმძღვანელობით აკროპოლისმა სრულყოფილი სახე მიიღო და ეს კლასიკური არქიტექტურული სტილი შემდგომში მრავალი არქიტექტორის შთაგონების წყაროდ იქცა.
აკროპოლისის შესასვლელში ვეება კარიბჭის ნანგრევებია; ის იმგვარად იყო დაპროექტებული, რომ სრულად ესადაგებოდა პანთეონს. პროპილაიას კარიბჭემდე მიმავალი კიბის ბოლო საფეხურზე სრულდებოდა „წმინდა გზა“, რომელიც ათენიდან ჩრდილო-დასავლეთით, 20 კილომეტრის დაშორებით, ელეფსინაში იწყებოდა. აკროპოლისის შენობებიდან ყველაზე ცნობილი, რასაკვირველია, პანთეონია. ძვ. წ. 438 წელს დასრულებულ ამ დიდ შენობაში ათენას უზარმაზარი ბრინჯაოს ქანდაკება იდგა.
სახურავი 46 გარე და 19 შიდა სვეტს ეყრდნობოდა. ყოველი სვეტის თავს კოხტად გამოკვეთილი კაპიტელები ამშვენებდა. აღმოსავლედ ფრიზზე გამოსახული იყო ზევსის თავიდან ათენას შობის, ხოლო დასავლეთზე – ათენას პოსეიდონთან შებრძოლების სცენა. პანთეონის გარდა აკროპოლისზე სხვადასხვა ტაძარი, სალოცავი თუ თეატრია შემორჩენილი და მართალია, მეტნაკლებად დანგრეულია, მაგრამ მაინც ინარჩუნებს კლასიკური ათენის დიდებას.
ტეგები: საინტერესო, ისტორია, ათენი, აკროპოლისი