რას ეძებ?

ისტორია საქართველო

აფხაზთა სამეფო და მისი მეფეები – ისტორია

აფხაზთა სამეფო

წყარო: მსოფლიო ისტორია – ფაქტები, მოვლენები, ანალიზი / სტატიის ავტორი Data Gunjua

მე 8 საუკუნის დასაწყისიდან არაბები ნაბიჯ-ნაბიჯ მიზანმიმართულად შეუდგნენ ლაზთა სამეფოს განადგურებას, კლასიკური მცოცავი ოკუპაციის სტილით. იკავებდნენ მოსაზღვრე ციხესიმაგრეებს, ტერიტორიებს, ქმნიდნენ პლაცდარმს. ბოლოს 735 წელს, 120 ათასიანი არაბული არმია მურვან ყრუს მეთაურობით ცეცხლითა და მახვილით შეიჭრა ლაზთა სამეფოს სიღრმეში. მათ დაანგრიეს ლეგენდარული ფაზისის აკადემია, გაანადგურეს და გადაწვეს ციხეგოჯი, პეტრა, გიენოსი (ოჩამჩირე) და დიოსკურია. ბოლოს მიადგნენ ანაკოპიის ციხეს, დღევანდელ ახალ ათონს, გარნიზონი გააფთრებით იცავდა თავს. იქ თავი მოიყარა ლამის მთელი კავკასიიდან არაბებს გამოქცეულმა სამხედრო კონტიგენტებმა, ლაზების არმიის დარჩენილმა ნაწილმა. ალყა გაჭინაურდა. შემდეგ არაბთა ბანაკში იფეთქა შავი ჭირის დაავადებამ, რომლის შედეგად მათი არმიის ნახევარი გაწყდა. მურვან ყრუ მიხვდა რომ კატასტროფასთან ახლოს იყო და სანამ მთლიანად მისი არმია აქ გაწყდებოდა სასწრაფო წესით გაიქცა იქიდან.

მალე შავი ჭირი მთელ ლაზეთში გავრცელებულა, რამაც არაბები უმძიმეს დღეში ჩააგდო. ამას დაემატა რომის იმპერიის (ბიზანტიის) ჩარევა და არაბები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ლაზთა სამეფო. მაგრამ ამან ლაზებს თავისუფლება არ მოუტანა.

მაშინ რომის იმპერიას, ნამდვილი არარაობა, ხატმებრძოლი ლევ მესამე ისავრიელი მმართავდა. მან უღალატა თავის ძირძველ მოკავშირეებს, ისარგებლა მათი სისუსტით,

დამატებითი ჯარები შეიყვანა ლაზეთში, მოახდინა მეფობის გაუქმება და ქვეყნის სრული ოკუპაცია.

ასე გრძელდებოდა 778 წლამდე. 753 წლიდან ლაზიკის სამეფოს ერთ-ერთი ყოფილ პროვინციას აფხაზთა სამთავროს მმართავდა ლეონი, მაგ მომენტისთვის რომის იმპერიის ერთ-ერთი პროვინციის გუბერნატორი. მაგრამ მას ჰქონდა ერთი თავისებურება. დედამისი ძლევამოსილი ხაზართა ხაკანის შვილი იყო. ადრე რომის იმპერია და ხაზარები მოკავშირეები იყვნენ, მაგრამ ახლა ურთიერთობა ძალიან გაფუჭებოდათ. ხოდა ამ სიტუაციით გადაწყვიტეს ესარგებლა ლაზთა სამეფოს ელიტას რომელიც არ კარგავდა იმედს დამოუკიდებელი სამეფოს აღდგენის. ისინი დაუკავშირდნენ ხაზართა ხაკანს. თუ ის დაეხმარებოდა მათ ჯარებით რომის წინააღმდეგ, ისინი დაპირდნენ რომ მის შვილიშვილს აიყვადნენ ტახტზე.

შეთანხმება შედგა. 778 წელს დაიწყო დიდი აჯანყება ბიზანტიის წინააღმდეგ. ომის 786 წლამდე გაგრძელდა და მოკავშირეთა ტრიუმფით დასრულდა. რომაელებმა აღიარეს მარცხი და კოლხეთის ტერიტორია დატოვეს.

იმავე წელს ლეონი მეფედ გამოაცხადეს, ლეონ მეორეს სახელით. რაც შეეხება დედაქალაქს რადგან ციხეგოჯი განადგურებული იყო, ახალ დედაქალაქად ქუთაისი გამოაცხადეს. იქიდან გამომდინარე რომ ლეონი აფხაზთა სამეფოს მმართველი იყო ხაზართა ჩარევის შედეგად ახალ სახელმწიფოს აფხაზთა სამეფო ეწოდა, მაგრამ მის ძირითადად მოსახლეობას და ელიტას ლაზ-მეგრელები და სვანები წარმოადგედნენ.

სახელმწიფო რელიგია მართლმადიდებლობა იყო. მთავარი სალაპარაკო ენები კი მეგრულ-ლაზური და სვანური იყო. ამავე დროს აქტიურად გამოიყენება ქართული და ბერძნული როგორც საეკლესიო და საღვთისმსახურო ენები.

აფხაზეთის სამეფო საკმაოდ სიცოცხლისუნარიანი და მძლავრი სამეფო აღმოჩნდა. სწორედ ის გახდა ბირთვი რომლის გარშემო შემდგომ შეიქმნა ახალი სახელმწიფო- საქართველო 978 წელს. ამაზე მეტყველებს ისიც რომ დავით აღმაშენებლის ცნობილ ტიტულატურაში პირველი ადგილი სწორედ მეფე აფხაზთას უკავია.

რაც შეეხება უშუალოდ 200 წლის განმავლობაში ცალკე სახელმწიფიდ არსებობის პერიოდში, აფხაზთა სამეფოს მმართველებს, მათი სია ქვემოთაა წარმოდგენილი! 🙂

აფხაზეთის მეფეები:

1. ლეონ II – აფხაზეთის მეფე 7

786 -798 წლებში.

2. თეოდოს II – აფხაზეთის მეფე 798-825 წლებში.

3. დემეტრე II – აფხაზეთის მეფე 825-861 წლებში.

4. გიორგი I აღწეფელი – აფხაზეთის მეფე 861-868 წლებში.

5. იოანე შავლიანი – აფხაზეთის მეფე 868-880 წლებში.

6. ადარნასე შავლიანი – აფხაზეთის მეფე 880-887 წლებში.

7. ბაგრატ I – აფხაზეთის მეფე 887-893 წლებში.

8. კონსტანტინე III – აფხაზეთის მეფე 893-922 წლებში.

9. გიორგი II – აფხაზეთის მეფე 922-957 წლებში

10. ლეონ III – აფხაზეთის მეფე 957-967 წლებში.

11. დემეტრე III – აფხაზეთის მეფე 967-975 წლებში.

12. თეოდოს III თვალდამწვარი – აფხაზეთის მეფე 975-978 წლებში.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *