ამერიკა მზად უნდა იყოს შოკისთვის – წინასაარჩევნო გამოკითხვებისა და კვლევების კვალდაკვალ
2016 წელს საყოველთაო წინასაარჩევნო გამოკითხვებისა და კვლევების კვალდაკვალ, ერთადერთი კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც ჰილარის დამარცხებას და ტრამპის გამარჯვებას წინასწარმეტყველებდა, ახლაც ამბობს, რომ ამერიკა დიდი ალბათობით კვლავ შოკური შედეგის წინაშე აღმოჩნდება.
რას ეყრდნობა მათი სკეპტიციზმი ბაიდენისთვის იმედისმომცემი კვლევების მიმართ? ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არცერთი კვლევა, რომელიც 2016-ში ჰილარის და ახლა ბაიდენის გამარჯვებას პროგნოზირებენ, არ ითვალისწინებს ე.წ. Shy voters, რომლებსაც, ტრამპის ფართო დემონიზაციის ფონზე, ერიდებათ, ეშინიათ, ან სოციალური კონტაქტების (მეგობრები, კოლეგები, მეზობლები) დაკარგვისა და მათთან ურთიერთობის გაფუჭების შიშით ვერ აფიქსირებენ ღიად ტრამპის მხარდაჭერას. მითუმეტეს არ ენდობიან უცხო ადამიანის ზარს ტელეფონზე, რომელიც პირდაპირ ეკითხება თუ ვის აძლევენ ხმას.
კვლევის სტანდარტული მიდგომებისგან განსხვავებით, როცა ამომრჩეველს პირდაპირ ეკითხებიან თუ ვის უჭერს მხარს, ეს ორგანიზაცია კითხვის ფორმულირებას შემდეგნაირად აყალიბებს: ვის აძლევენ ხმას მომავალ არჩევნებში თქვენს გარშემომყოფი ადამიანები? (ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები ან მეზობლები). მათი ვარაუდით, ის ამ ეწ Shy Voters-ის დროს უფრო მეტად იხსნებიან და პასუხად ასახელებენ სწორედ იმ კანდიდატს, რომელსაც სინამდვილეში თავად აძლევენ ხმას.
ამ მეთოდებისა და რადიკალურად განსხვავებული მიდგომების გათვალისწინებით, ორგანიზაცია, რომელმაც, შეგახსენებთ, ყველა სხვა კვლევისგან განსხვავებით 2016 წელს ტრამპის გამარჯვება იწინასწარმეტყველა, ახლაც ამბობს, რომ ამერიკა, დიდი ალბათობით, მზად უნდა იყოს შოკისთვის.
წყარო: გიორგი კიკონიშვილი