რას ეძებ?

ისტორია მეცნიერება მსოფლიო

Lockheed U-2 ამერიკული ჯაშუში თვითმფრინავი

სადაზვერვო თვითმფრინავი U-2

ითვლებოდა, რომ სატელიტების და დრონების ეპოქა მას სამუდამოდ ჩამოწერდენ, თუმცა 65 წლის შემდეგაც კი ამერიკული სადზვერვო თვითმფრინავი Lockheed U-2 კვლავ მწყობრშია და ის დღესაც მზად არის შეასრულოს ისეთი ამოცანები, რასაც სხვები ვერ უმკლავდებიან. ის მაღალი კლასისა და ხარისხის ჯაშუშია.


თვითმფრინავის უჩვეულო ფორმამ და კონსტუქციის სირთულემ, ასევე მართვის გარკვეულმა კაპრიზულობამ მას უჩვეულო მეტსახელი „დრაკონის ლედი“ (Dragon Lady) დაუმკვიდრა – (დრაკონის ლედი კი გადატანითი მნიშვნელობით „ფატალურ ქალბატონს“ ნიშნავს).

U-2-ის ვიწრო, 19 მ კორპუსი, ორი ფართოდ განლაგებული ფრთა და ძლიერი ძრავი – ეს ყველაფერი იმსითვისაა, რომ თვითმფრინავმა შეძლოს 21 კმ სიმაღლეზე აფრენა და რაც მთავარია, მრავალი საათის განმავლობაში შეძლოს ამ სიმაღლეზე პოზიციების შენარჩუნება.

U-2 ისე მაღლა დაფრინავს და იმდენად მცირე განსხვავებაა მის მაქსიმალურ სიჩქარესა და ვარდნის სიჩქარეს შორის, რომ მფრინავები მის კრეისერულ სიმაღლეს „სიკვდილის კუთხეს“ უძახიან. ფრენების ხანგრძლივობა კი რამოდენიმე საათია.

საჰაერო ხომალდის კონსტუქცია ზოგჯერ ძნელად გასარჩევია მასზე მიმაგრებული კაფსულების, ანტენებისა თუ სხვა „მისტიური“ დანამატების გამო, რომელთა უკან სენსორები, რადარები, კამერები და საკომუნიკაციო მოწყობილობები იმალება.

ასევე არსებობს მითი (ან უბრალოდ სასურველის რეალობად გასაღების მცდელობა), რომ ერთ-ერთი ასეთი კაფსულა შეიცავს ფარულ მოწყობილობას, რომელიც გამოყოფს ელექტრონულ სიგნალს, რის მეშვეობითაც „დრაკონის ლედი“ რადარებისთვის უხილავი ხდება.

ისევე, როგორც 65 წლის წინ, 20 კმ-ზე მეტ სიმაღლეზე U-2 ჯერ ისევ უკონკურენტოა. მისი მფრინავები კი უფრო ასტრონავტებად შეიძლება ჩაითვალოს ვიდრე ავიატორებად. ისინი ასტონავტების მსგავსად სკაფანდრებით ჰერმეტულ კაბინაში არიან განთავსებული.

კაბინაში ხილვადობა იმდენად შეზღუდულია, რომ მფრინავი იძულებულია დაეყრდნოს სხვა პილოტის მითითებებს, რომელიც მას მიყვება კვალდაკვალ ასაფრენ ბილიკზე სპეციალური ავტომობილით. ყველა ეს პროცედურა კი 220 კმ/სთ სიჩქარეზე ვითარდება.

“U-2 იზიდავს ისეთ მფრინავებს, რომლებსაც სურვილი აქვთ იფრინონ არსებულთაგან ყველაზე რთულ თვითმფრინავზე – აცხადებს გრეგ ბერსტოლი, Lockheed Martin U-2-ის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე. კანდიდატებს ათავსებენ სავარჯიშო თვითმფრინავში, მათთან ერთად უკანა სავარძელზე გამოცდილი მფრინავი-ინსტრუქტორია, რომელიც აკვირდება თუ როგორ მოახერხებენ კანდიდატები თვითმფრინავის მართვის სპეციფიკურ მახასიათებლებთან გამკლავებას”.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველი კანდიდატების მხოლოდ 10-15 % პროცენი ახერხებს U-2-ის საჭესთან საბოლოოდ დასხდომას.

თითქოს ისე ჩანს, რომ ავტომატიზაციისა და კომპიუტერების ამ ეპოქაში, ჯაშუში თვითმფრინავები და მათი პილოტები უკვე ცივი ომის რელიქვიაა. მაგრამ ეს ასე არ არის.

ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წელზე მეტი ხნის შემდეგაც კი, U-2-ის თვითმფრინავები აგრძელებენ შეტყობინებების და ელექტრონული სიგნალების მოპოვებას, იღებენ ფოტოსურათებს და ქმნიან ზედაპირის ციფრულ გამოსახულებებს სპეციალური რადარების მეშვეობით. ისინი ასევე ადაპტირდნენ ახალი ამოცანებისთვისაც.

მაგალითად, დიდ სიმაღლეზე ჰაერში დიდხანს დარჩენის შესაძლებლობა მათ აქცევთ იდეალურ პუნქტად მონაცემების გადასაცემად, ბრძოლის ველიდან შტაბამდე. მათ მოახერხეს სატელიტებზე გვერდის ავლაც კი.

31 საჰაერო ხომალდის მოდერნიზაციის პროგრამისთვის, რომელიც აშშ-ს საჰაერო ძალებს ემსახურება, 50 მილიონი დოლარია გათვალისწინებული. ეს მათ საშუალებას მისცემს დარჩნენ სამსახურში კიდევ 30 წლის განმავლობაში.

უფრო მეტიც, განახლებულ U-2- ს შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ახალ დრონებსაც, რომელიც იმდენად საიდუმლოა, რომ მისი არსებობის ფაქტიც კი ოფიციალურად ჯერ არ არის დადასტურებული.

მიუხედავად მოდერნიზაციისა U-2 კვლავ მკვეთრად ასოცირდება ცივ ომთან. 1950-იან წლებში პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერის ადმინისტრაციამ მრავალი უსიამოვნო მომენტი გადაიტანა, რომელიც დაკავშირებული იყო საბჭოთა კავშირის ბირთვული იარაღის პროგრამასთან. არ არსებობდა საიმედო სადაზვერვო ინფორმაცია – CIA–ს აგენტებს კი უჭირდათ უცხოელებისათვის დახურულ საბჭოთა საზოგადოებაში შეღწევა. ჯაშუშების ნაკლებობა უნდა კომპენსირებულიყო საჰაერო დაზვერვით და თანაც სასწრაფოდ.

Lockheed-ს კი ხელში ტუზი ეჭირა – გენიალური დიზაინერი კელი ჯონსონი და მისი გუნდი Skunk Works-ის საიდუმლო ქვედანაყოფიდან. მათ მოახერხეს შეექმნათ სადაზვერვო თვითმფრინავი.

1943 წელს ჯონსონმა და მისმა ინჟინრებმა შექმნეს და ააგეს პირველი რეაქტიული თვითმფრინავის ჩარჩო აშშ-ს საჰაერო ძალებისთვის, მხოლოდ 143 დღის განმავლობაში. და Skunk Works-მა მაშინვე შეძლო ნახევრად ლეგენდარული სტატუსის მოპოვება. 1954 წლის ბოლოს კომპანიამ დაიწყო საიდუმლო ჯაშუშური თვითმფრინავის შემუშავება.

პროექტის მიხედვით, თვითმფრინავს უნდა გაეძლო ფრენებისთვის 70 000 ფუტ სიმაღლეზე (21 კილომეტრზე მეტი), ფრენის დიაპაზონი უნდა ყოფილიყო 4800 კმ და უნდა შესძლებოდა 200 კგ-ზე მეტი ტექნიკის გადატანა.

U-2-მ პირველი აფრენა პროექტის დაწყებიდან 8 თვის შემდეგ განახორციელა, 1955 წლის 1 აგვისტოს, ნევადას საცდელ პოლიგონზე, რომელიც დღეს 51-ე არეალის სახელითაა ცნობილი. ცხადი გახდა, რომ ჯონსონმა და მისმა გუნდმა განსაკუთრებული რამ გააკეთეს.

წყარო: bbc

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *