რას ეძებ?

მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ანტისემიტიზმი – საერთაშორისო განმარტება

ანტისემიტიზმი - განმარტება - ტერმინი - ისრაელი - ებრაელები

ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო ალიანსის (IHRA) მიერ შემუშავებული ანტისემიტიზმის სამუშაო განმარტება (2016 წელი). 𝘐𝘏𝘙𝘈-ს მიერ შემუშავებულ ანტისემიტიზმის ამ განმარტებას იყენებენ გაერო, ევროკავშირი, ევროპის საბჭო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. ამ დროისთვის ეს განმარტება მიღებული ან დადასტურებული აქვს 43 სახელმწიფოს, რომელთა შორისაა ევროკავშირის წევრი 25 ქვეყანა, აშშ და კანადა.


ანტისემიტიზმი არის ებრაელთა იმგვარი აღქმა, რომელიც შესაძლოა მათ მიმართ სიძულვილში გამოიხატოს. ანტისემიტიზმის სიტყვიერი და ფიზიკური გა​​მოვლინებები მიემართება ებრაელ და არაებრაელ ადამიანებს (ან/და მათ ქონებას, სათემო ორგანიზაციებსა და რელიგიურ დაწესებულებებს).

ანტისემიტიზმია, თუ კრიტიკა მიმართულია სპეციალურად ისრაელის სახელმწიფოს, როგორც ებრაელთა ერთობის წინააღმდეგ. ანტისემიტიზმი არაა ზოგადად ისრაელის კრიტიკა, თუ არსებითად მსგავსი კრიტიკა ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მიმართაც შეგვეძლო მოგვესმინა.

ანტისემიტიზმი ხშირად მოიცავს შეთქმულების თეორიებს, რომ ებრაელები ზიანს აყენებენ კაცობრიობას.

ანტისემიტისტები ებრაელებს ასევე ხშირად ადანაშაულებენ მაშინ, როდესაც მსოფლიოში რაღაც უარყოფითი ხდება.

ანტისემიტიზმი ვლინდება სიტყვიერად, წერილობით, ვიზუალური ფორმებითა და ქმედებებით. ამ ფორმებში, ის მავნე სტერეოტიპებსა და უარყოფით მახასიათებლებს იყენებს.

ზოგადი კონტექსტის გათვალისწინებით, სხვა მაგალითებს შორის ანტისემიტიზმის თანამედროვე მაგალითები – საჯარო ცხოვრებაში, მედიაში სკოლებში, სამუშაო ადგილზე, რელიგიურ სივრცეში – შეიძლება მოიცავდეს:

  • რადიკალური იდეოლოგიის ან ექსტრემისტული რელიგიური შეხედულების სახელით ებრაელების მკვლელობის ან დაზიანებისკენ მოწოდება, დახმარება ან ასეთი ქმედების გამართლება;
  • სიცრუე, დეჰუმანიზაცია, დემონიზაცია ან სტერეოტიპული ბრალდებები ებრაელთა, ან კოლექტიურად ებრაელთა ძალის შესახებ. მაგალითად, მითი მსოფლიო ებრაული შეთქმულების შესახებ; ან, რომ ებრაელები აკონტროლებენ მედიას, ეკონომიკას, სამთავრობო ან საზოგადოებრივ ინსტიტუტებს;
  • ებრაელი ხალხის დადანაშაულება იმ ნამდვილ ან გამოგონილ დანაშაულებში, რომლებიც ჩაიდინა ცალკეულმა ებრაელმა პირმა ან პირთა ჯგუფმა; ან ებრაელების ზოგადად დადანაშაულება არაებრაელების მიერ ჩადენილ ქმედებებში;
  • ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის და მისი მხარდამჭერებისა და მოკავშირეების მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელი ხალხის გენოციდის ფაქტის (ჰოლოკოსტი), მასშტაბის, მექანიზმების (მაგ. გაზის კამერები) ან განზრახვის უარყოფა;
  • ებრაელების, როგორც ხალხის, ან ისრაელის, როგორც სახელმწიფოს, დადანაშაულება ჰოლოკოსტის გამოგონებაში ან გაზვიადებაში;
  • სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ებრაელი მოქალაქეების დადანაშაულება, რომ უფრო ლოიალურები არიან ისრაელის მიმართ, ან მეტ პრიორიტეტს ანიჭებენ მსოფლიოში ებრაელებს, ვიდრე ადგილობრივ ერებს;
  • ებრაელი ხალხის თვითგამორკვევის უფლების უარყოფა. მაგალითად მტკიცება, რომ ისრაელის სახელმწიფოს იდეა საფუძველშივე რასისტული ჩანაფიქრია;
  • ორმაგი სტანდარტების დაწესება, როდესაც ებრაელებისგან მოითხოვენ ისეთ ქცევას, რისი მოლოდინი ან მოთხოვნა არ აქვთ სხვა რომელიმე დემოკრატიული ერის მიმართ;
  • ისრაელის ან ისრაელელების დასახასიათებლად ისეთი სიმბოლოების და გამოსახულებების გამოყენება, რომელიც ასოცირდება კლასიკურ ანტისემიტიზმთან (მაგ. მტკიცება ებრაელების მიერ ქრისტეს მკვლელობის ან რიტუალური მსხვერპლშეწირვის შესახებ);
  • თანამედროვე ისრაელის პოლიტიკასა და ნაცისტურს შორის პარალელის გავლება;
  • ებრაელი ეთნოსისთვის პასუხის კოლექტიურად მოთხოვნა ისრაელის სახელმწიფოს ქმედებებისთვის.
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *