ადობიმ  „ფლეშ პლეიერი" განაახლა

კომპანია „ადობიმ“ (Adobe) „ფლეშ პლეიერის“ (Flash Player) პროგრამული უნზრუნველყოფა 24.0.0.221 ვერსიაზე განაახლა, რითაც 13 კრიტიკული მოწყვლადი წერტილი აღმოფხვრა.

აღმოფხვრილია სისუსტის შემდეგი ტიპები: Integer Overflow, Use-After-Free, Heap Buffer Overflow და მეხსიერებასთან დაკავშირებული სხვა სისუსტეები.

აღნიშნული სისუსტეების შესახებ „ადობის“ სხვადასხვა კომპანიამ გაუგზავნა შეტყობინება (Google, Microsoft, Palo Alto Networks, Fortinet FortiGuard CloverSec და სხვა).

თქვენს სისტემაზე დაყენებული "ფლეშ პლეიერის" ვერსიის შემოწმება შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე:

http://www.adobe.com/products/flash/about/

გარდა „ფლეშ პლეიერისა, „ადობიმ“ ასევე განაახლა Digital Editions-ის პროგრამაც (4.5.4 ვერსიამდე) ,რითაც 9 მოწყვლადი წერტილი აღმოფხვრა. სისუსტის ტიპები, ამ შემთხვევაში, მეტწილად ე.წ. Buffer Overflow-ს განეკუთვნებოდა.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმულები:

https://helpx.adobe.com/…/produ…/flash-player/apsb17-04.html

https://helpx.adobe.com/…/p…/Digital-Editions/apsb17-05.html

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფი CERT-GOV-GE გაძლევთ რეკომენდაციას, გარკვეული პერიოდულობის დაცვით განაახლოთ „ადობის“ ყველა პროდუქტი და თქვენს მოწყობილობაზე დაყენებული ოპერაციული სისტემა.



მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: