ავანგარდ 1

 „ავანგარდ-1“ მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი თანამგზავრი და აშშ-ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო კოსმოსურ პაექრობაში. 1957 წელს საბჭოთა „სპუტნიკ-1“-სა და „სპუტნიკ-2“-თან გასაჯიბრებლად, 1958 წლის 17 მარტს აშშ-მა „ავანგარდ-1“ ორბიტაზე გაუშვა.
ნიკიტა ხრუშჩოვმა ამ კომპაქტურ თანამგზავრს დაცინვით „გრეიპფრუტი“ შეარქვა. თუმცა ბევრად დიდი ზომის თანამგზავრები 1958 წელს ორბიტიდან ჩამოვარდა და ატმოსფეროში დაიწვა, „ავანგარდ-1“ კი ჯერ ისევ იქაა. გადამცემი სიგნალების გამოგზავნა მან 1964 წელს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც მზის ენერგიაზე მომუშავე მისი ბატარეები აღარ მუშაობს. პროგნოზების მიხედვით, ის ორბიტაზე კიდევ 240 წელი დარჩება


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: