ავტომობილ აუდის ისტორია

1909 წლის დასაწყისში, Horch-Werke-ს პირველ ქარხანასთან უთანხმოების შემდეგ, ავგუსტ ხორხმა სახელი შეუცვალა თავის საავტომობილო ქარხანას და დაარქვა Audi Automobil-Werke. 1910 წლის შუა პერიოდისთვის ბაზარზე გამოვიდა მისი პირველი ავტომობილი, Audi. ეს ავტომობილი იყო აღჭურვილი 2.6 ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავით, 22 ცხენის ძალით. 1920 წელს Audi Automobil-Werke AG-მ წარმოადგინა ახალი სავაჭრო ნიშანი Audi. 

მწარმოებლური სერია NSU-ს დაწყებისთანავე 1977 წელს დამატებით საფირმო ლოგოტიპის ხარისხით, იყო შემოსული წითელ-ყავისფერი ოვალი როგორც Audi-ს შრიფტის ნიშანი. 1982 წლიდან საფირმო ოვალმა დაამშვენა ასევე გვერდითი ავტომობილის ”ფრთების” ზედაპირები. 1994 წლის ოქტომბერში Audi-ს ოვალური ლოგოტიპი შეცვლილი იქნა ოთხი რგოლის კომბინაციით და შრიფტული ნიშნით, რომელიც უკვე შესრულებული იყო წითელი ფერით.

თავისი ახალი დაბადებით Audi-ს მარკა უნდა უმადლოდეს ფერდინანდ პიხ-ს, ცნობილი ფერდინანდ პორშეს შვილიშვილს. ტალანტურმა კონსტრუქტორმა, პიხმა 1972 წელს უთავა Audi-ს პერსპექტიული გამოგონებების განყოფილებას. სწორედ მან დაიწყო მუშაობა Audi-ს სრულამძრავიანი მსუბუქი ავტომობილების შექმნისათვის.

ამ მანქანებში მანქანის სიძლიერე გზის შემთხვევაში გადაეცემოდა ავტომობილის ორივე მხარეს წინა მხარეს და უკან - პროპორციით 50/50. მოუჭიდებლობის შემთხვევაში წინა ან უკანა თვლების მბრუნავი მომენტი „გადახტებოდა“ იმ თვლებისკენ რომელსაც საუკეთესო მოჭიდება ჰქონდა გზასთან. ასეთი სქემა საშუალებას იძლეოდა ბოლომდე გამოეყენებინა ძრავის პოტენციალი.

ცოტა ხნის შემდეგ პიხმა ენთუზიაზმით ხელი მიჰყო Audi-ს ავტომობილების წარმოებაში ალუმინის გამოყენებას. ასეთმა წინდახედულმა ტექნიკურმა ნოვაციებმა მას სახელი მოუტანეს. ისედაც, ფერდინანდ პიხის ტალანდი არ შემოიფარგლებოდა ტექნიკით - არანაკლებ გაბედულ გადაწყვეტილებებს იღებდა იგი მარკეტინგის სფეროში. მაგალითისთვის, პიხმა შესძლო დაერწმუნებინა კოლეგები იმაში , რომ კომპანია Audi-ს ესაჭიროებოდა ბაზარზე პოზიციების შეცვლა. ფერდინანდ პიხმა გააკეთა თავბრუდამხვევი კარიერა Audi -ში: 1988 წელს იგი აირჩიეს Audi AG-ის მართვის წევრად, ხოლო 1993 წელს იგი გახდა Volkswagen AG-ის კონცერნის თავი, რომლის სათავეებშიც იდგა მისი პაპა. პიხი ხელმძღვანელობდა VW-ს 2002 წლამდე.




მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: