ალბერტ აინშტაინის შეხედულებები

ალბერტ აინშტაინის შეხედულებები  რელიგიაზე ფართოდ იქნა შესწავლილი.  იგი ამბობდა, რომ სჯერა ბარუხ სპინოზას პანთეისტური ღმერთის, თუმცა, არა პერსონიფიცირებული ღმერთის. თავის თავს იგი მოიხსენიებდა როგორც აგნოსტიკს, თუმცა უარს ამბობდა ათეისტის იარლიყზე და ამჯობინებდა მორჩილებას, რომელიც შეეფარება ჩვენი გონების მიერ ბუნების და ჩვენი საკუთარი ყოფის სუსტ გაგებას.

ადრეული ბავშვობა

“მართალია, მე ვიყავი არარელიგიური მშობლების შვილი, მაგრამ, ვიყავი ღრმად რელიგიური 12 წლამდე, როდესაც ჩემ რწმენას, უცბად, მოეღო ბოლო. ამის შედეგი გახდა ფანატიკური თავისუფალი აზროვნება, შეერთებული შთაბეჭდილებასთან, თითქოს სახელმწიფო ატყუებს ახალგაზრდობას; ეს იყო გამანადგურებელი დასკვნა. ასეთმა განცდებმა გააჩინეს უნდობლობა ყველანაირ ავტორიტეტებთან და სკეპტიკური დამოკიდებულება რწმენებთან და მრწამსებთან, რომლებიც გავრცელებული იყო სოციალურ გარემოში, რომელშიც მე ცხოვრება მიწევდა. ეს სკეპტიციზმი უკვე აღარ მტოვებდა, მიუხედავად იმისა, რომ დაკარგა სიბასრე მას შემდეგ, რაც მე უკეთესად გავერკვიე მიზეზობ-შედეგობრივ კავშირებში. ჩემთვის სრულიად გასაგებია, რომ ამგვარად დაკარგული ახალგაზრდობის რელიგიური სამოთხე იყო პირველი ცდა გათავისუფლებისა „პირადი ეგოს“ თვალებისგან და არსებობისგან, რომელშიც დომინირებდა სურვილები, იმედები, პრიმიტიული გრძნობები. იქ, გარეთ, იყო ეს დიდი სამყარო, რომელიც არსებობს დამოუკიდებლად ჩვენგან, ხალხისგან და არის დიდი, სამუდამო გამოცანა ჩვენთვის, თუმცა, ამავე დროს, ხელმისაწვდომი, თუნდაც, ნაწილობრივ, ჩვენი აღქმისთვის და გონებისთვის. მსოფლიოს განჭვრეტა იხმობდა გათავისუფლებით და მე მალე დავრწმუნდი, რომ ბევრმა მათგანმა, ვისი პატივისცემა და დაფასებაც ვისწავლე, იპოვეს თავისი შინაგანი თავისუფლება და სიმტკიცე ამ დროისტარებისთვის თავიანთი თავის სრულად მიცემით. ამ მსოფლიოს გონებრივი შემოფარგვლა, ჩვენთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობების ფარგლებში, მე ნახევრად შეგნებულად და ნახევრად შეუგნებლად წარმომედგინა როგორც უმაღლესი მიზანი. ისინი, ვინც ასე ფიქრობდნენ, როგორც ჩემი თანამედროვეები, ასევე წარსულის ადამიანები მათ მიერ გამოტანილი დასკვნებით, იყვნენ ჩემი ერთადერთი, შეუცვლელი მეგობრები. გზა ამ სამოთხემდე, განსხვავებით რელიგიური სამოთხისაგან, არ იყო მოსახერხებელი და მაცდური, თუმცა, იგი აღმოჩნდა სანდო და მე არასდროს ვნანობდი, რომ ის ავირჩიე.”

პერსონიფიცირებული ღმერთი და იმქვეყნიური ცხოვრება

"ანტროპომორფული კონცეფციის პიროვნული ღმერთის იდეის სერიოზულად აღქმა არ შემიძლია. მე ასევე ვგრძნობ, რომ შეუძლებელია წარმოიდგინო სურვილი ან მიზანი ადამიანური სფეროს გარეთ. ჩემი შეხედულებები ახლოს არის სპინოზასთან: აღტაცება სილამაზით და რწმენა ნივთების ლოგიკურ წყობაში, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ მორჩილად და მხოლოდ ნაწილობრივ. მე მჯერა, რომ ჩვენ უნდა დავკმაყოფილდეთ ჩვენი არასრულყოფილი ცოდნით და გაგებით, რომ ღირებულებების მკურნალობა და მორალური ვალდებულებები ადამიანურ პრობლემათა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია."
“რაც თქვენ ჩემ რელიგიურ შეხედულებებზე წაიკითხეთ არის ტყუილი. ტყუილი, რომელიც სისტემატიურად მეორდება. მე არ მწამს პერსონიფიცირებული ღმერთის. ამაზე არასდროს მითქვამს უარი, თუმცა, ეს მკაფიოდ გამოვხატე. თუ ჩემში არის რამე, რასაც შეიძლება რელიგიური ეწოდოს, ეს უთუოდ არის განუსაზღვრელი აღტაცება სამყაროს წყობილებით. იმ ზომით, რომლითაც მას მეცნიერება ხსნის.”
“პერსონიფიცირებული ღმერთის იდეა ჩემთვის სრულიად უცხოა, იგი მიამიტურადაც კი მეჩვენება.”

აგნოსტიციზმი, დეიზმი და ათეიზმი

“თქვენი კითხვა (ღმერთზე) არის ყველაზე რთული მსოფლიოში. ეს არ არის კითხვა, რომლის პასუხადაც მე შემიძლია უბრალოდ ვთქვა ან „კი“, ან „არა“. მე არ ვარ ათეისტი. არ ვიცი, შემიძლია თუ არა დავახასიათო ჩემი თავი, როგორც პანთეისტი. ეს პრობლემა ძალიან ფართოა ჩვენი შეზღუდული გონებისთვის. განა შემიძლია არ გავცე პასუხი იგავით? ადამიანური გონებას, მიუხედავად იმისა, რამდენად კარგად არის განსწავლული, არ შეუძლია სამყაროს გაგება. ჩვენ ვემგვანებით პატარა ბავშვს, რომელიც შევიდა უზარმაზარ ბიბლიოთეკაში, რომლის კედლებიც ჭერამდე დატენილია სხვადასხვაენოვანი წიგნებით. ბავშვს ესმის, რომ ვიღაცას უნდა დაეწერა ეს წიგნები. თუმცა, მან არ იცის, ვინ და როგორ დაწერა ისინი. მან არ იცის ენები, რომლებზეც ეს წიგნებია დაწერილი. ბავშვი ამჩნევს ამ წიგნების გარკვეუულ წესრიგს. წესრიგს, რომელიც მას არ ესმის, თუმცა, ბუნდოვნად წარმოუდგენია. ეს, ჩემი აზრით, ასახავს ღმერთთან ადამიანური გონების შეფარდებას, თუნდაც, საუკეთესოსი, და ყველაზე კულტურულის. ჩვენ ვხედავთ, რომ სამყარო გამაოგნებლად არის მოწყობილი, ემორჩილება გარკვეულ კანონებს, თუმცა, ჩვენ ეს კანონები მხოლოდ ბუნდოვნად გვესმის. ჩვენ შეზღუდულ გონებას არ შესწევს ძალა ჩაწვდეს იდუმალ ძალას, რომელიც თანავარვსკვლავედებს არხევს. მე მოხიბლული ვარ სპინოზას პანთეიზმით. მე კიდევ უფრო მოხიბლული ვარ თანამედროვე აზრში მის მიერ შეტანილი წვლილით. სპინოზა არის უდიდესი თანამედროვე ფილოსოფოსებს შორის, რადგანაც იგი არის პირველი, რომელიც ეპყრობა სულს და სხეულს როგორც ერთ მთლიანს და არა როგორც ორ სხვადასხვა რამეს.”

დეტერმინიზმი

“თქვენ გწამთ ღმერთის, რომელიც თამაშობს კამათელს, მე კი, მწამს მსოფლიოში სრული კანონზომიერების და მართლწესრიგის, რომელიც ობიექტურად არსებობს და რომლის ხელში ჩაგდებასაც მე ველურად გონებაჭვრეტითი გზით ვცდილობ. მე მტკიცედ მწამს, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ვიღაც აღმოაჩენს უფრო რეალისტურ გზას ან საფუძველს, ვიდრე ჩემი ხვედრი ყოფილიყო მისი პოვნა. კვანტური თეორიის უდიდესი წარმატებაც კი ვერ დამაძალებს მე დავიჯერო კამათლის ფუნდამენტური თამაში, თუმცა, მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ზოგიერთები ჩვენი ახალგაზრდა კოლეგების რიგებიდან ამის ინტერპრეტირებას ახდენენ, როგორც სიბერის შედეგს.”



მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: