ალექსანდრიის უძველესი ბიბლიოთეკა

ალექსანდრიის სამეფო ბიბლიოთეკა ძვ. წ. III საუკუნეში დაარსდა. იგი ძველი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკაა. გავრცელებული აზრით ბიბლიოთეკაში 400-დან 700 ათასამდე პაპირუსის გრაგნილი ინახებოდა. ბიბლიოთეკა აკადემიის როლსაც ასრულებდა, აქ ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ მეცნიერები, რომლებიც დაკავებული იყვნენ, როგორც კვლევითი სამუშაოებით, ისე მასწავლებლობით. 

ძვ.წ 48-47 წლებში იულიუს კეისარი იბრძოდა ეგვიპტეში, კლეოპატრასა და მისი ძმის, პტოლემე XIII-ის შორის არსებულ დინასტიურ ომში. საბრძოლო მოქმედებების შედეგად, კერძოდ ქალაქის აღების დროს, ხანძარი გაჩნდა და ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების ნაწილი დაიწვა. მოგვიანებით ბიბლიოთეკის შენობა აღადგინეს და ერთ-ერთო ვერსიის თანახმად, მისი წიგნების საცავი მარკუს ანტონიუსმა შეავსო პერგამონის ბიბლიოთეკიდან გადატანილი წიგნებით.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: