ალუბლის ყვავილობის გამზირი

გერმანიაში, ქალაქ ბონნში მდებარეობს ულამაზესი გამზირი (Cherry Blossom Avenue). ეს ადგილი მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც ფოტოგრაფებმა დაიწყეს "ალუბლის ყვავილობის გამზირის" ფოტოების განთავსება ინტერნეტში. მართლაც, ამ სურათებმა უამრავი ადამიანის ყურადღება მიიბყრო და უკვე ყოველი წლის  აპრილის თვეში ათასობით ტურისტი ჩადის ამ სილამაზის სანახავად.

ბონნი მდებარეობს ქალაქებს დიუსელდორფსა და კიოლნისთან ახლოს. ამ ქალაქებიდან მანდ მოხვედრა შესაძლებელია ავტობუსის ან მატარებლის საშუალებით. გახსოვდეთ, ამ მცენარეების აყვავების პერიოდია აპრილის შუარიცხვები, დაახლოებით 3-4 კვირა.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: