ამერიკელი ველომრბოლელი ლენს არმსტრონგი

ამერიკელი ყოფილი პროფესიონალი ველომრბოლელი ლენს არმსტრონგი, ტურ დე ფრანსის (ველომრბოლელთა ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრი)  შვიდგზის ჩემპიონია.(1999-2005 წლებში)  მან მოხსნა მიგელ ინდურიანის, ბერნარდ ჰინოს, ედი მერკქსისა და ჟაკ ანქეტილის ხუთგზის ჩემპიონობის წინა რეკორდები. ამ მიღწევამდე იგი გადაურჩა სასქესო ჯირკვლის კიბოს, მიკრობული უჯრედის სიმსივნეს, რომელიც მეტასტაზებით მის ტვინსა და ფილტვებზე იყო გავრცელებული. მკურნალობამ და რწმენამ მომავალი ჩემპიონი ფეხზე წამოაყენა და  1999 წელს წლის ათლეტად დასახელდა. ხოლო 2002 წელს ჟურნალმა Sports Illustrated-მა წლის სპორტსმენად აღიარა. 2002-2005 წლებში ასოშეიტედ პრესის მიერ წლის მამაკაც ათლეტად დასახელდა. არმსტრონგი პროფესიული ველორბოლიდან 2005 წლის 24 ივლისს წავიდა, ტურ დე ფრანსის შეჯიბრის დამთავრების შემდეგ.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: