ამერიკის თავდაცვის სამინისტროს შენობა

სახელწოდება პენტაგონი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ხუთკუთხედს. მოცემულ სახელს ატარებს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს შენობა არლინგტონში. შენობის დიზაინის ავტორია George Bergstrom-ი. მშენებლობა დაიწყო 1941 წლის 11 სექტემბერს და დასრულდება 1943 წლის 15 იანვარს.

ხუთკუთხედი შენობის თითოეული კუთხის სიგრძე 281 მეტრია. აქვს ხუთი მიწისზედა და ორი მიწისქვეშა სართული, მიწისქვეშა ნაწილის სიმაღლე - 23.5 მ-ია.

პენტაგონი ერთი შეხედვით რთული ინფრასტრუქტურის მქონე შენობაა, მაგრამ მის ნებისმიერ წერტილში 7 წუთში შეიძლება მოხვედრა. შენობაში მუშაობს 26 000 ადამიანი, ყოველდღიურად ხორციელდება 200 000 სატელეფონო ზარი და იგზავნება 40 000 წერილი.

2001 წლის 11 სექტემბერს, 9:37:46 საათზე პენტაგონი ტერორისტული აქტის სამიზნე გახდა - ბოინგ 757-200 (რეისი 77 American Airlines) შეეჯახა პენტაგონის მარცხენა ფრთას, სადაც განლაგებული იყო სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურობა. შეჯახების შედეგად მოხდა აფეთქება და შენობის ნაწილი ჩამოინგრა.

შიდა ეზოს ცენტრში განლაგებულია მაღაზია სახელწოდებით "ნულოვანი წერტილი". ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, ცივი ომის დროს საბჭოთა სამხედრო ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ამ მცირე შენობის ქვეშ განლაგებული იყო ბუნკერი: ჯაშუში-თანამგზავრები აფიქსირებდნენ, რომ მასში შედიოდა და გამოდიოდა ბევრი ადამიანი. ამასთან დაკავშირებით, თითქოსდა, პირდაპირ სასურსათო მაღაზიაზე დამიზნებული იყო საბჭოთა სარაკეტო დანადგარები.

დოკუმენტური ფილმი:



მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: