ამერიკული ვაშლის ღვეზელი

ინგრედიენტები:

22 სმ-იანი დიამეტრის საცხობი ფორმისათვის: 

ცომი - 300გ ფქვილი

ცივი წყალი - 1/4 ჭიქა 

ლიმონის წვენი - 2ჩ.კ 

მწიკვი მარილი

გულსართი: 

ვაშლი - 8ც 

შაქარი - 1.5 ჭიქა  

სიმინდის სახამებელი - 1ს.კ 

ლიმონის წვენი - 1/2  

დარიჩინი - 1/2ჩ.კ  

კვერცხის გული ზემოდან წასასმელად.

მომზადება:

ცომის მოსამზადებლად გაყინული კარაქის ნაჭრები დავკეპოთ ფქვილსა და მარილთან ერთად. ცივ წყალში გავხსნათ ლიმონის წვენი, თანდათანობით ჩავასხათ დაკეპილ მასაში, მოვზილოთ ცომი და 30 წუთით მოვათავსოთ მაცივარში. გაფცქვნილი და გულამოცლილი ვაშლები დავჭრათ, დავასხათ ლიმონის წვენი, ავურიოთ შაქარი და სახამებელი. ცომის 2/3 გავაბრტყელოთ და ჩავფინოთ ფორმის ფსკერზე. ზემოდან მოვათავსოთ ვაშლის გულსართი. დარჩენილი ცომი გავაბრტყელოთ, ზემოდან დავაფაროთ, გვერდები შევუკრათ, ჩანგლით დავჩხვლიტოთ რამდენიმე ადგილას და წავუსვათ კვერცხის გული. გამოვაცხოთ 175 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 50-60 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი ღვეზელი ცოტა ხნით გავაჩეროთ ღუმელში.

გემრიელად მიირთვით!


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: