ანგკორი

ანგკორი გახლავთ IX-XIII საუკუნეების ხუროთმოძღვრული კომპლექსი ქ. სიემ-რეაპის მახლობლად კამბოჯაში. შეიქმნა ქმერების ფეოდალური სახელმწიფოს აყვავების პერიოდში. მთავარ ტაძარს გარს ერტყმის ტერასებად განლაგებული სვეტებიანი გალერეების 3 მწკვრივი. ანგკორის კომპლექსში შედის აგრეთვე გეგმით კვადრატული ქ. ანგკორ-თომი, რომლის ცენტრში აგებული ბაიონის ტაძრისაკენ ქალაქის კარებიდან ოთხი ქუჩა მიემართება. ბაიონის 54 კოშკი და ჭიშკრის 5 კოშკი შემკულია ადამიანის 2,4 მ-იანი სკულპტურული სახეებით. ანგკორში უხვად არის გამოყენებული ქვაში ნაკვეთი რელიეფი, ქანდაკება; ტაძრების გალერეების კედლები შემკულია ბატალური და საყოფაცხოვრები სცენების ამსახველი მოხატულობით.


360°-იანი პანორამა: Angkor Cambodia 360° Panorama
იხილეთ ვიდეო: 




მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: