არკტური

არკტური არის წითელი გიგანტი ვარსკვლავი, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ცაზე. არკტური დედამიწის ცაზე ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლ,ავია. მეცნიერთა ცნობით არკტური თავის სიცოცხლეს დასასრულს გადაიქცევა თეთრ ჯუჯად(თეთრი ჯუჯა ეს არის უაღრესად მკვრივი ვარსკვლავის გვამი რომლის დიამეტრი შესაძლოა რამდენიმე ასეულ კილომეტრსაც აღწევდეს.

არკტური მდებარეობს მენახირის თანავარსკვლავედში დაახლოებით 37 სინათლის წლის მანძილზე დედამიწიდან.

არკტურს უძველესი დროიდან აკვირდებოდნენ ადამიანები. არკტურის წითელი ფერი ადვილი სესამჩნევია დედამიწიდანაც შეუიარაღებელი თვალით. სახელი არკტური მომდინარეობს ბერძნულიდან და ნიშნავს დათვის მცველს, ეს განპირობებული იყო ამ ვარსკვლავის სიახლოვით დიდი დათვის თანავარსკვლავედთან.

მიუხედავად იმისა რომ არკტური მზეს მასით მხოლოს 1.5 ჯერ აღემატება, არკტური მზესთან შედარებით 115- ჯერ უფრო კაშკაშაა.

არკტური თავისი სიცოცხლის დამამთავრებელ ფაზაში იმყოფება, როდესაც ის ამოწურავს ჰელიუმის საწვავის სრულ მარაგს ის გარე ფენებს გარეთ გამოასხივებს და წარმოქმნის თეთრ ჯუჯას რომლის გარშემოც ჩამოყალიბდება პლანეტარული ნისლეული.

სტატია მომზადებულია space.com მიხედვით. ჩვენი პარტნიორია ჯგუფი „ასტრონომიის მოყვარულთათვის“ https://www.facebook.com/groups/GeoAstroClub/ და საიტი http://astronet.ge/


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: