არწივის ნისლეული

არწივის ნისლეული

1995 წელს მსოფლიო გააოცა გაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებულმა ფოტომ რომელზეც გამოსახულია არწივის ნისლეული. მოდით შევიხედოთ ამ საინტერესო ობიექტში.

არწივის ნისლეულის მესიეს კატალოგური სახელია M16. ის ჩვენგან 7000 სინათლის წლის მანძილზეა. მისი ასაკი დაახლოებით 5.5 მილიარდი წელია, ის წარმოადგენს ვარსკვლავების აკვანს. როგორც წესი ასეთ ნისლეულებში იბადებიან ვარსკვლავები. დროთა განმავლობაში ნისლეულის გაზები ერთად გროვდებიან და ქმნიან პროტო ვარსკვლავს, შემდეგ გრავიტაციის საშუალებით ეს პროტოვარსკვლავი კიდევ იზიდავს მატერიას თავის გარშემო, იწყება თერმობირთვული რეაქციები და ვარსკვლავი იწყებს ცხოვრებას. სავარაუდოდ ჩვენი დედავარსკვლავი მზე ერთ-ერთ ასეთ ნისლეულში დაიბადა რამდენიმე ვარსკვლავთან ერთად და შემდეგ დაიწყო დამოუკიდებელი ცხოვრება.

არწივის ნისლეული მდებარეობს ორიონის მკლავში, სადაც ჩვენი მზე და მზის სისტემაა. მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალით არ შეგვიძლია, თუმცა ბნელ ცაზე ტელესკოპით შესაძლებელია, მხოლოდ სამხრეთის ცაზე, ჩრდილოეთში არ ჩანს.

 

 

 

სტატია მომზადებულია space.com მიხედვით. ჩვენი პარტნიორია ჯგუფი „ასტრონომიის მოყვარულთათვის“ https://www.facebook.com/groups/GeoAstroClub/ და საიტი http://astronet.ge/


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: