ასტრონომიული ობსერვატორია ჩილეში

ასტრონომიული ობსერვატორია ლა-სილი მდებარეობს ჩილეში, ატაკამის უდაბნოს ჩილეური ნაწილის კიდესთან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მშრალი და იზოლირებული ადგილია მთელ დედამიწაზე. მას მართავს ევროპის სამხრეთული ობსერვატორია. იგი ერთ-ერთი უდიდესია სამხრეთ ნახევარსფეროში და პირველი ჩილეში.

1963 წელს ევროპის სამხრეთულმა ობსერვატორიამ ჩილე თავისი მომავალი ობსერვატორიის ადგილად შეარჩია და შესაბამისი ჯგუფები სხვადასხვა ადგილის დასაზვერად გაგზავნა, რათა განესაზღვრათ შესაბამისობა. საბოლოოდ, შეირჩა ადგილი ატაკამის უდაბნოს სამხრეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2400 მეტრზე. ადგილი მართლაც იდეალური იყო, მშრალი, ბრტყელი და ადვილად მისადგომი, იზოლირებული და მოშორებული ყველანაირი ხელოვნური სინათლისა და მტვრის წყაროსგან. თავდაპირველად მას ჩინჩადო უწოდეს, შემდეგ კი ლა-სილია, რაც ესპანურად უნაგირს ნიშნავს.



მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: