აღდგომის კუნძული

აღდგომის კუნძული, იგივე რაპანუი, მდებარეობს  წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში. იგი ცნობილია ქვის ვეებერთელა ქანდაკებებითა და იეროგლიფური დამწერლობით. აღდგომის კუნძული მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული დასახლებული კუნძულია. მისი უახლოესი დასახლებული მეზობელია პიტკერნის კუნძულები, რომლებიც მისგან 2 075 კმ დასავლეთით მდებარეობს, მისი მოსახლეობა კი მხოლოდ 100 ადამიანია.

სახელი „აღდგომის კუნძული“ კუნძულს ოფიციალურად პირველმა ევროპელმა მნახველმა, ჰოლანდიელმა მკვლევარმა იაკობ როგევენმა უწოდა, რომელიც მას შემთხვევით წააწყდა 1722 წლის აღდგომა დღეს, როდესაც ის დეივისის კუნძულებს ეძებდა. როგევენმა მას პააშ-ეილანდი უწოდა, რაც ჰოლანდიურ ენაზე „აღდგომის კუნძული“-ს ნიშნავს.

იხილეთ დოკუმენტური ფილმი:




მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: