ახალი თანამგზავრი საზღვაო და საჰაერო ხომალდებს ინტერნეტით უზრუნველყოფს

15 მაისს ხომალდმზიდმა Falcon 9-მ ორბიტაზე გაიყვანა ახალი თანამგზავრი, რომელიც მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფს საჰაერო და საზღვაო ხომალდებს. Inmarsat-5 F4 6 ტონაზე მეტს იწონის. იგი მეოთხე სატელეკომუნიკაციო თანამგზავრია ორბიტაზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Inmarsat-5 ყველაზე მძიმე ტვირთია, რომელიც Falcon 9-მ ორბიტაზე გაიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია SpaceX 2019 წელს კოსმოსში 4,425 თანამგზავრს გაუშვებს, რათა მთელ მსოფლიოს უმაღლესი ხარისხის ინტერნეტი მიაწოდოს.

იხილეთ თანამგზავრის გაშვება: 


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: