ახალი ტიპის ავტობუსი

ჩინურმა კომპანია Transit Explore Bus-მა წარადგინა ახალი ტიპის სამგზავრო ავტობუსი, რომელმაც დიდი აღფრთოვანება გამოიწვია საზოგადოებაში. კონსტრუქცია საშუალებას აძლევს მსუბუქ ავტომობილებს მის ქვეშ გაიარონ ისე, რომ ავტობუსს მოძრაობაში ხელი არ შეუშალონ. შესაბამისად, იგი გვირაბის როლსაც შეითავსებს. პროექტის ძირითადი მიზანია კილომეტრიანი საცობების თავის არიდება და მგზავრების დროული გადაყვანა. ავტობუსი საავტომობილო გზაზე, რელსების დახმარებით გადაადგილდება. თავისი ფუნქციებით ის მატარებელს უფრო წააგავს, ვიდრე ავტობუსს. მაქსიმალური სიჩქარე  50 კმ/სთ-ია, სიგრძე 22 მეტრია, სიგანე 7.8 მეტრი, ხოლო სიმაღლე 4.8 მეტრი. ავტობუსი ელექტრო ან მზის ენერგიაზე იმუშავებს და ერთდროულად 1200 ადამიანის გადაყვანას შეძლებს.


ვიდეო:


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: