ბიატლონი

ბიატლონი ორი სპორტის ნაზავია. იგი შედგება თხილამურებით რბოლისა და შაშხანის სროლისაგან. სამიზნე მდებარეობს 50მ-ში. წოლითი რეჟიმის დროს მიზნის დიამეტრი 45მმ-ია, ხოლო დგომისას 115მმ.

მას გააჩნია სხვადასხვა დისციპლინები: სპრინტი, დადევნების რბოლა, მას-სტარტი, გუნდური ესტაფეტა, მიქსი.

სპრინტში კაცები გადიან 10 კმ-ს, ხოლო ქალები 7,5 კმ-ს. დისტანციის მანძილზე სპორტსმენები ისვრიან 2-ჯერ, წოლით და დგომით რეჟიმებში. სპორტსმენები სამიზნესთან მიდიან 2-ჯერ და 5-5-ჯერ ისვრიან. ყოველი აცდენისთვის სპორტსმენი გადის დამატებით 150 მ-ს.

დადევნების რბოლაში კაცები გადიან 12,5 კმ-ს, ხოლო ქალები 10 კმ-ს. რბოლაში მონაწილეობს ის 60 სპორტსმენი, რომლებმაც სპრინტში დაიკავა 60 საუკეთესო ადგილი. არაზუსტი სროლისთვის ჯარიმა დამატებით 150 მ-ის გავლა.

მას-სტარტი ბიატლონის ახალი სახეობაა. მასში მონაწილეობს ჩემპიონატის 30 საუკეთესო სპორტსმენი.

ყოველი გუნდიდან ესტაფეტაში მონაწილეობს 4-4 სპორტსმენი.იგი სპრინტის წესებს ეფუძნება.თითოეული კაცი სპორტსმენი გადის 10კმ და ისვრის ორჯერ,წოლით და დგომით რეჯიმებში,ხოლო ქალები დაგიან 7,5-7,5კმ ასევე შესაბამისად 2-2 სროლით იგივე მდგომარეობაში.სპრინტისგან ისაა განსხვავება რომ სპორტსმენებს აქვთ 3 დამატებითი ტყვია.თუ სპორტსმენი 8სროლითაც ვერ დახურავს 5 ნიშნულს მაშინ იგი გადის 150მეტრის საჯარიმო წრეს,ყოველი აცდენისთვის

ყოველი გუნდიდან მონაწილეობს ორი ქალი და ორი მამაკაცი სპორტსმენი. სტარტს იღებენ ქალები და ასრულებენ მამაკაცები. სხვა მხრივ ყველა წესი ისევეა როგორც გუნდურ ესტაფეტაში.




მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: