ბორაბორას კუნძული წყნარ ოკეანეში

ბორა-ბორა არის კუნძული წყნარ ოკეანეში. მდებარეობს საფრანგეთის პოლინეზიის საზოგადოების კუნძულების დასავლეთ ნაწილში, ლივარდის კუნძულებში. იგი  შემოსაზღვრულია ლაგუნითა და ბარიერული რიფით. 

ბორა-ბორა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, განთქმულია თავის მდიდრული აკვა-კურორტით. ძირითადი დასახლება, ვაიტაპე, კუნძულის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, ლაგუნაში შემავალი მთავარი არხის მოპირდაპირე მხარეს. 2008 წლის აღწერის მონაცემებით, ბორა-ბორას 8 880 მუდმივი მოსახლე ჰყავს.

მას ძველ დროში კუნძულს „პორა-პორა-მაი-ტე-პორას“ ეძახდნენ, რაც ადგილობრივ ტაიტურ დიალექტზე „ღმერთების მიერ შექმნილს“ ნიშნავს. როდესაც კუნძული ჰოლანდიელმა მოგზაურმა იაკობ როგევენმა აღმოაჩინა, მისმა ეკიპაჟმა მისი სახელი გაიგო როგორც „ბორა-ბორა“, რას მას შემდეგ შემორჩა კიდეც.


იხილეთ ვიდეო:



მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: