ბრიტანელმა მეცნიერებმა დედამიწაზე ასტეროიდების დაცემის მოდელირება ჩაატარეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა, დედამიწაზე ასტეროიდების დაცემის მოდელირება ჩაატარეს, რომელთა დიამეტრი 15-დან 400 მეტრამდე იყო. როგორც აღმოჩნდა, ადამიანების უმეტესობა ისეთი ფაქტორებისგან დაიღუპება, როგორებიცაა ქარი და დარტყმის ტალღა, რომელიც უზარმაზარ ტერიტორიაზე გავრცელდება. მანამდე მიჩნეული იყო, რომ ასტეროიდის ჩამოვარდნისას ადამიანებს ცუნამი და ცეცხლოვანი წვიმა მოკლავდა. კვლევას ვრცლად გამოცემა Geophysical Research Letters-ი აქვეყნებს.

ყველაზე დიდი მოდელირებული ციური სხეულის დიამეტრი 400 მეტრი იყო. მეცნიერების თქმით, აქედან 56 მეტრი დარტყმის შედეგად სრულიად განადგურდება, ხოლო დარჩენილი ნაწილები წარმოქმიან კრატერებს, რომლებიც მიწისძვრასა და ე.წ. ცეცხლოვან წვიმას გამოიწვევს. ეს უკანასკენლი დედამიწიდან ამოცვენილი ნამსხვრევებია, რომლებიც კოსმოსის უახლოს ნაწილამდე აიწევს. მათი უმეტესობა, უკან ვარდნის დროს კოსმოსურ სიჩქარეს მიაღწევს და მასშტაბურ ხანძრებს წარმოქმნის.

რაც შეეხება ცუნამის, ასტეროიდების ოკეანეში ჩავარდნის შემთხვევაში, გამოწვეული ბუნებრივი კატაკლიზმის შედეგად, ექსპერტების ვარაუდით, ასი ათასამდე ადამიანი დაიღუპება.

ყველაზე გამანადგურებელი ეფექტი ქარს აღმოაჩნდა. დარტყმისგან წარმოქნილი აფეთქების შემდეგ, უმალვე იკლებს წნევა და ჰაერის სიმკვრივე. ამის გამო, ქარის საპირისპირო მოქმედება ხდება - ზედაპირზე ჩნდება ძლიერი (ათობით მეტრი წამში) ქარი, რომელიც ასტეროიდის დაცემისკენაა მიმართული და შეუძლია ხეების მოწყვეტა, შენობების დანგრევა და ადამიანებს „ჩათრევა“.

ასტრონომების თქმით, ადამიანების 60% დარტყმის ტალღისგან მოკვდება, ხოლო დანარჩენი 30% საკუთრივ გამოსხივებისგან, რომელიც ასტეროიდის დაცემის შემდეგ წარმოიქმნება.

წყარო: imedi.ge


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: