ბურჯ ალ არაბი

ბურჯ ალ არაბი - ეს არის მესამე ყველაზე მაღალი სასტუმრო მსოფლიოში. იგი მდებარეობს დუბაიში. მოიხსენიება, როგორც „მსოფლიოს ერთადერთი შვიდ ვარსკვლავიანი სასტუმრო“. თუმცა მისი სიმაღლის 39% შედგება არაგამოყენებადი სივრცისაგან. მისი ყველა ნომერი ორსართულიანია და მინიმალური 169 კვადრატულია. ნომრების მთავარი ხიბლი უზარმაზარი, მთელს კედელზე განლაგებული ფანჯრებია, საიდანაც ზღვის ულამაზესი ხედი იშლება. ბურჯ ალ არაბი დგას ხელოვნურ კუნძულზე, რომელიც ჯუმეირას სანაპიროდან 280 მეტრითაა დაშორებული და კონტინენტს თავისი ხვეული ხიდით უკავშირდება. სტრუქტურის ფორმა დაპროექტებულია გემის იალქნის წაბაძვით.

სასტუმროს სიმაღლე 321 მეტრია. მშენებლობა მიმდინარეობდა 1994-დან 1999 წლამდე. საძირკველის გასამაგრებლად 230 ცალი 40 მეტრიანი ფილები იქნა ჩამარხული ქვიშაში. მხოლოდ ფუნდამენტის მშენებლობას დასჭირდა 3 წელიწადი. მშენებლობაში გამოიყენეს 9 ათასი ტონა რკინა და დაახლოებით 70 ათასი კუბამეტრი რკინა-ბეტონი. სასტუმროს ერთერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს გიგანტური აკვარიუმი, რომელშიც დაახლოებით მილიონი ლიტრი წყალი ეტევა. შენობა 24 სართულიანია და განლაგებულია 202 ნომერი.


იხილეთ ვიდეო: 



მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: