ბურჯ ხალიფა სუპერმაღალი ცათამბჯენი

ბურჯ ხალიფა გახლავთ სუპერმაღალი ცათამბჯენი დუბაიში. იგი აღიარებულია როგორც ადამიანის შექმნილი ყველაზე მაღალი სტრუქტურული ნაგებობა. მისი შენება დაიწყო 2004 წლის 21 სექტემბერს და დასრულდა 2010 წლის 4 იანვარს.  ნაგებობა სტალაგმიტის ფორმისაა და მისი სიმაღლე შეადგენს 828 მეტრს, ხოლო სართულების რაოდენობა 163-ია. კონსტრუქციაში გათვალისწინებულია ყველა ბუნებრივი მოვლენა და შესაბამისად შეუძლია გაუძლოს გარკვეული ტიპის ზიანს. ძლიერი ქარის შემთხვევაში ნაგებობის წვეროს ნაწილი ირხევა დაახლოებით 125 სმ-ით.

ცათამბჯენის პროექტი ეკუთვნის ამერიკულ საარქიტექტორო ბიურო Owings&Merill-ს. პროექტი შეიმუშავა ამერიკელმა არქიტექტორმა ედრიან სმიტმა.

რამდენადაც , მსგავსი სიმაღლის შენობის ანალოგი არ არსებობდა, გადაწყდა , რომ ის ყოფილიყო ასიმეტრიული ფორმის, რათა შენობა მდგრადი ყოფილიყო ქარის წინააღმდეგ. მშენებლობაზე ყოველ დღე მუშაობდა 12000-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებსაც ამოყავდათ ერთი ან ორი სართული კვირაში.

მშენებლობისთვის დაწყებით ეტაპზე გამოყოფილი იყო 1,5 მილიარდი დოლარი, თუმცა საბოლოო ჯამში მისმა მშენებლობამ შეადგინა 4,1 მილიარდი დოლარი.

ნაგებობა შეფუთულია სპეციალური მინებით, რომელიც არ ირეკლავს მზის სხივებს და არ ატარებს მტვერს. მიუხედავად ამისა შუშებს ყოველდღიურად რეცხავენ.

შენობაში შექმნილია განსაკუთრებული კლიმატი და არომატი, სპეციალური მემბრანების საშუალებით.

პირველიდან ოცდამეცხრამეტე სართულამდე მდებარეობს სასტუმრო არმანი, რომლის ინტერიერის დიზაინი შეიმუშავა ჯორჯო არმანიმ.

43-ე, 76-ე და 123-ე სართულებზე განთავსებულია სპორტული კომპლექსები აუზებითა და ხედზე გადასახედებით.

44-დან 72-მდე, ასევე 77-დან 108-მდე დაკავებულია 900 საცხოვრებელი ბინით. მეასე სართული მთლიანად შეისყიდა ინდოელმა მილიარდერმა შეტიმ.

111-121, 125-135, და 139-154 სართულებზე მდებარეობს საოფისე ფართები. 122-ე სართულზე მდებაერობს რესტორანი “At.mosphere”, რომელიც ყველაზე მაღალ რესტორნად ითვლება მსოფლიოში.

124-ე მდებარეობს ობსერვატორია. ტექნიკურმა ოთახებმა დაიკავეს 17-18, 40-42, 73-75, 109-110, 136-3-138, 155 და 160-163 სართულები.

156-დან 159-მდე დაეთმო სატელეკომუნიკაციო საჭიროებებს. ცათამბჯენში მოქმედებს 57 ლიფტი, მიუხედავად ამისა 163-ე სართულამდე გადასხდომების გარეშე, მხოლოდ შენობის თანამშრომელთა ლიფტითაა შესაძლებელი ასვლა.

შენობასთან განთავსებულია 12 ჰექტარი ფართობის მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ხელოვნური ტბა, მუსიკალური ფანტანით, რომლის ღირებულებაც 217 მილიონი დოლარია.

გთავაზობთ დოკუმენტურ ფილმს ბურჯ ხალიფაზე, არ გამოტოვოთ!




მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: