გარეული იხვის ვარსკვლავთგროვა

1681 წელს გერმანელმა ასტრონომმა გოტფრიდ კირხმა აღმოაჩინა ღია ვარსკვლავთგროვა ფარის თანავარსკვლავედის მიმართულებით, რომელსაც გარეული იხვის ვარსკვლავთგროვა ეწოდა. 

გარეული იხვის ნისლეული ერთ-ერთი უმდიდრესი და ყველაზე კომპაქტურია, შეიცავს დაახლოებით 2900 ვარსკვლავს. მის ასაკად 250 მილიონი წელი მოიაზრება. სახელი მომდინარეობს ყველაზე მისი კაშკაშა ვარსკვლავისგან, რომელიც სამკუთხედს წარმოქმნის და რომელიც, გაფრენილ გარეულ იხვთა გუნდს წააგავს. 

ვარსკვლავთგროვა საკმაოდ მჭირდოა; ვარსკვლავებს შორის მანძილი მასში მხოლოდ 1 სინათლის წელია. ძირითადად შედგება ძალიან კაშკაშა ყვითელი გიგანტებისაგან. ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის ხილული ვარსკვლავიერი სიდიდეა 8,5.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: