გეოპოლიტიკური ყრმა უყურებს ახალი ადამიანის დაბადებას

ეს გახლავთ ესპანელი მხატვრის, სალვადორ დალის მიერ 1943 წელს შესრულებული ნახატი. მისი სახელწოდებაა - „გეოპოლიტიკური ყრმა უყურებს ახალი ადამიანის დაბადებას“.  ნაშრომი შენახულია აშშ-ში, ფლორიდაში, სენტ-პიტერსბერგის მუზეუმში. ნახატზე ჩანს ადამიანი, რომელიც ცდილობს კვერცხიდან გამოჩეკას, რომელიც თავის მხრივ, დედამიწას წააგავს. კვერცხი ახალი სიცოცხლის ჩასახვისა და სამყაროს სომბოლოა. დაბადება მტკივნეულად მიმდინარეობს. ადამიანი გულამოსკვნით უჭერს ხელს მოქნილ ნაჭუჭს ნაპრალის გავლით. საკუთრივ ნაპრალიდან იღვრება სისხლის წვეთი. სურათის ყვითელი, „მტკივნეული“ ელფერი ჭირხნის ზოგად მღელვარე შეგრძნებას. ქალი და ყრმა ჰგვანან ბიბლიურ პერსონაჟებს, რომლებიც აკვირდებიან მიმდინარე პროცესებს. დაბადებულ ადამიანს ესაჭიროება მიიღოს სამყაროს ყველა წესი, პირობითობა, ტანჯვა და უსამართლობა. დაბადება უფრო მტკივნეულია სისხლიანი ომებისა და სხვა მსოფლიო კატაკლიზმების დროს. სურათი შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.



მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: