გველის შხამიანი აპარატის აგებულება

ევოლუციის პროცესში, გველების საჭმლის მომნელებელ სისტემაში განვითარდა განსაკუთრებული ცვლილებები, რაც საშუალებას აძლევთ მათ გადაყლაპონ დიდი ზომის ნადავლი: ჩამოყალიბდა შხამიანი აპარატი, რაც განაპირობებს მსხვერპლის დადამბლავებას (მოძრაობის უნარის დაკარგვას). ქვედა ყბა ზედა ყბას შეიძლება დაშორდეს 90 გრადუსიანი კუთხით (მაქს. 150 გრადუსი), ამის გარდა არსებობს სპეციალურ კავშირები, რაც საშუალებას აძლევს გველს ყბის თითოეული ნაწილი დააშოროს ერთმანეთს, სწორედ ამიტომ შეუძლია მას საკუთარ თავის ქალაზე გაცილებით დიდი და მსხვილი ნადავლი გადაყლაპოს. გველის ნერწყვის შხამიანობა განპირობებულია საჭმლის მომნელებელი ფერმენტების სიჭარბით. ევოლუციის პროცესში, ზედა ყბის სანერწყვე ჯირკვლებმა დაიწყეს შხამის სეკრეტის (ნერწყვის) გამოყოფა. ზოგიერთი კბილი, რომელიც მდებარეობდა ზედა ყბის უკანა, ან წინა ნაწილში გაიზარდა. მის წინა ზედაპირზე (წვერზე) გაჩნდა ხვრელი, საიდანაც გამოიყოფა შხამი. შხამიანი ჯირკვლები მოთავსებულია ზედა ყბაზე, თვალის უკან. შხამიან კბილს შეუძლია მოძრაობა 90 გრადუსიანი კუთხით. პირის დახურვისას შხამიანი ეშვები არის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, გახსნისას - ვერტიკალურ. პირის გაღების დროს ყბის კუნთები იკუმშება, აწვება შხამიან ჯირკვლებს, საიდანაც შხამი სპეციალური არხით გადადის შხამიან ეშვებში, იქიდან კი - მსხვერპლის სხეულში.

გველისგან დაკბენილი ადამიანი უნდა დავაწვინოთ ჩრდილში, თავი უნდა იყოს სხეულზე ქვემოთ, რათა არ მოხდეს ტვინის სისხლით მომარაგების მოშლა. მოვახდინოთ ნაკბენიდან შხამის გამოწოვა 5-7 წთ. განმავლობაში, რაც საშუალებას მოგვცემს დაახლ. 40% შხამი გამოვწოვოთ ნაკბენიდან. (თუ ნაკბენი მაგ. ხელზეა ეს პროცესი შეიძლება თავად ავადმყოფმა გააკეთოს). ნერწყვი გადმოვაფურთხოთ, პირი გამოვირეცხოთ კალიუმის პერმანგანატიანი წყლით. თუ პირის ღრუში დაზიანებაა, გამოწოვა არ შეიძლება. თუ დაიწყო შეშუპება ნაკბენთან ახლოს, გამოწოვას აზრი არ აქვს. ნაკბენ კიდურს უნდა მივცეთ უძრავი მდგომარეობა. არ შეიძლება მომჭერის დადება, ნაკბენის გაჭრა ან დასერვა, რადგან წარმოიქმნება ძნელადშესახორცებელი წყლულები და ვითარდება მეორადი ინფექციები. ავადმყოფს სჭირდება სიმშვიდე, დიდი რაოდენობით სითხის მიღება (მაგარი ჩაი ან ყავა). არ შეიძლება ალკოჰოლური სასმელების მიღება. ამის შემდგომ ავადმყოფი აუცილებლად უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოში, რათა გაუკეთდეს შხამსაწინააღმდეგი შრატი.

ჩაუჯექი და უყურე დოკუმენტურ ფილმს: 



მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: