გოგრის მაფინები ყველით

ინგრედიენტები: 

გოგრის პიურე - 1 ჭიქა 

იოგურტი - 3 სუფრის კოვზი

მაწონი ან კეფირი

კვერცხი - 2 ცალი 

გამდნარი კარაქი - 115 გრამი 

ფქვილი - 2 ჭიქა 

გამაფხვიერებელი - 1.5 ჩაის კოვზი  

ცხარე წითელი წიწაკა - 1/4 ჩაის კოზვი  

ყავისფერი შაქარი - 1/2 ჭიქა 

მარილი -  1/2 ჩაის კოვზი

გახეხილი ყველი - 1/4 ჭიქა

გარჩეული გოგრის თესლი - 2 სუფრის კოვზი 

შავი პილპილი - 10 მარცვალი

მომზადება:

გოგრის პიურეს დავუმატოთ გამდნარი კარაქი, კვერცხი, იოგურტი და გავთქვიფოთ. ცალკე ავურიოთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი, დაფქული 4 მარცვალი შავი და წითელი წიწაკები, ყველის რაოდენობის 3/4, ყავისფერი შაქარი. ორივე მასა შევურიოთ, ჩავასხათ ცხიმწასმულ მაფინების ფორმებში, ზემოდან მოვაყაროთ დარჩენილი ყველი, პილპილის მარცვლები და 20 წუთის განმავლობაში გამოვაცხოთ საშუალო ტემპერატურაზე. მზა მაფინები 15-20 წუთი გავაჩეროთ ფორმებში და შემდეგ ამოვიღოთ.

გემრიელად მიირთვით!


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: