გუგლმა ვირუსის შემცველი აპლიკაცია წაშალა

„გუგლმა“ (Google) საკუთარი "Play Store"-დან ტროიანი წაშალა. ეს იყო თამაში სახელად - Colourblock, რომელიც დაინსტალირების შემდეგ იღებდა პრივილეგირებულ უფლებებს - ე.წ. "root"-ს - რის შემდეგაც აინფიცირებდა მოწყობილობის სისტემის ფაილებს.
სისტემური ფაილების დაინფიცირება (სასურველი ფუნქციონალის დამატება) შეტევის ახალი მეთოდია, რომელიც „ანდროიდში“ გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი ფაილების მოდიფიცირებით შესაძლებელია მოწყობილობის მწყობრიდან გამოყვანა.
ვიდრე აპლიკაცია წაიშლებოდა, ის უკვე გადმოწერა 50000-მა მომხმარებელმა.
მკვლევარების თქმით, თამაშის ატვირთვის დროს ის არ შეიცვავდა მავნე კოდს, ხოლო მომდევნო განახლებებს კი უკვე მოჰყვა მავნე კოდი. აღსანიშნავია, რომ ამ მეთოდით მავნე აპლიკაციამ თავი დააღწია უსაფრთხოების სავალდებულო შემოწმებებს
წყარო: https://www.facebook.com/certgovge/


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: