დაუსახლებელი კუნძული ისლანდიაში

1963 წლის 14 ნოემბერს წარმოიქმნა კუნძული სურტსეი. იგი ისლანდიის დაუსახლებელი კუნძულია და ქვეყნის ყველაზე სამხრეთით მდებარე წერტილს წარმოადგენს. კუნძულის წარმოქმნამდე, რამდენიმე დღით ადრე 130 მეტრის სიღრმეში ამოფრქვევა დაიწყო წყალქვეშა ვულკანმა. 1967 წლის ივნისამდე ვულკანის ამოფრქვევის ასამდე შემთხვევა დაფიქსირდა, რის შემდეგაც კუნძულის ფართობი გაიზარდა, მაგრამ 2000 წლიდან ეროზიის გამო ფართობმა დაიწყო შემცირება. იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: