დიდი ცისფერი ორმო

დიდი ცისფერი ორმო ან მსხვილი ცისფერი ორმო, განლაგებულია ბელიზის ბარიერული რიფის შემადგენლობაში. ფორმა წარმოადგენს მომრგვალო კარსტულ ძაბრს, რომლის დიამეტრია 305 მ, სიღრმე 124 მ. მისი წარმოქმნა დაკავშირებულია უკანასკნელ მეოთხეულ გამყინვარებასთან, როდესაც ზღვის წყლის დონე დაბალი იყო, ხოლო წყლის აწევას მოჰყვა სტალაქტიტების გაშიშვლება, რომელთა ანალიზმა უჩვენა, რომ მათი წარმოქმნა დაიწყო 153,000, 66,000, 60,000, და 15,000 წლის წინ. როდესაც დაიწყო მსოფლიო ოკეანის წყლის განმეორებითი დონის აწევა მღვიმეები ისევ დაიტბორა. დიდი ცისფერი ორმო შედის ბელიზის ბარიერული რიფის შემადგენლობაში, რომელიც შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

ვიდეო:



მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: