ევროპის ექსტრემალურად დიდი ტელესკოპი

ევროპის კოსმოსური სააგენტო აპირებს რომ ჩილეში, ატაკამას უდაბნოში, ყველაზე დიდი ოპტიკური ტელესკოპი ააშენოს.  ტელესკოპის სარკის ზომა 39.3 მეტრი (129 ფუტი)  იქნება. შედარებისთვის, კოსმოსური ტელესკოპის – ”ჰაბლი კოსმოსური ტელესკოპის”, მთავარი სარკის ზომა  2,4 მეტრია, ხოლო დღეისათვის ყველაზე დიდი კანარის დიდი ტეელსკოპის სარკის ზომა – 10,4 მეტრი. ევროპის ახალი ტელესკოპი ცამეტჯერ მეტ სინათლეს შეკრებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ოპტიკური ტელესკოპი. ამასთან ერთად, ატმოსფერული ხარვეზები გამოშწორება მას რეალურ დროში შეეძლება. მიღებული გამოსახულებები, ჰაბლის გამოსახულებებთან შედარებით 16-ჯერ მკაფიო იქნება. მეცნიერები ახალი ტელესკოპის საშულბით, უკვე აღმოჩენილი ეგზოპლანეტების და გალაქტიკების უკეთ დანახვას გეგმავენ. ასეთი შესაძლებლობა მათ უკვე 2024 წლისთვის ექნებათ. გარდა ამისა მეცნიერები ვაღაუდობენ რომ ეს ტელესკოპი დიდ როლს შეასრულებს ადრეული სამყაროს კვლევაში. ტელესკოპის მშენებლობა დაახლოებით 2024 წელს დასრულდება.


სტატია მომზადებულია space.com მიხედვით. ჩვენი პარტნიორია ჯგუფი „ასტრონომიის მოყვარულთათვის“ https://www.facebook.com/groups/GeoAstroClub/ და საიტი http://astronet.ge/


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: