ელექტრონული გასართობების გამოფენა e3

ელექტრონული გასართობების გამოფენა - ეს გახლავთ ვიდეო თამაშების ინდუსტრიის ყოველწლიური სამრეწველო გამოფენა, სადაც ვიდეო თამაშების, პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანიები წარადგენენ თავიანთ პროდუქტებს: ვიდეო თამაშებს, ვიდეო თამაშების კონსოლებს, კომპიუტერულ აქსესუარებსა და ა.შ. გამოფენა ტარდება Entertainment Software Association-ის (ESA) ორგანიზატორობით.

ყოველი ცერემონიის დასრულების შემდგომ, წარმოდგენილი პროდუქტი ფასდება დამოუკიდებელი კომისიის მიერ და გამარჯვებულებს გადასცემენ Game Critics Awards-ის ჯილდოს. ჯილდოვდებიან საუკეთესო იდეებისთვის, პრეზენტაციებისთვისა და ელექტრონიკისთვის, ასევე ასახელებენ ყველაზე იმედგამაცრუებელ პრეზენტაციებსა და პროდუქტებს.

Electronic Entertainment Expo-ს გამოფენა პირდაპირი ეთერში გადაიცემა საიტების, YouTube-ისა და Twitch.tv-ის მეშვეობით.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: