ვალდორფის სალათა

ინგრედიენტები: 

მაიონეზი - 4 სუფრის კოვზი

ვაშლის წვენი - 2 სუფრის კოვზი

თხელი თაფლი - 1 სუფრის კოვზი 

სქელი ნაღები - 100 გრამი

ნიახურის ძირი - 500 გრამი

ლიმონის წვენი -  2 სუფრის კოვზი 

მჟავე ვაშლი - 3 ცალი

ნიგოზი - 100 გრამი

ბროწეული - 1 ცალი 

სალათის ფოთლები - 200 გრამი

მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება:

მაიონეზი, ვაშლის წვენი და თაფლი ავურიოთ. ნაღები ისე ავთქვიფოთ, რომ ძალიან არ გამაგრდეს. მაიონეზს შევურიოთ მარილი, პილპილი და ნაღები.

ნიახურის ძირი გავფცქვნათ და წვრილ ღერებად დავჭრათ. დავასხათ ლიმონის წვენი. ამავე ზომაზე დავჭრათ გულამოცლილი ვაშლები და ნიახურთან ერთად მომზადებულ სოუსს შევურიოთ. ასე გავაჩეროთ 1 საათი. ნიგოზი მოვხალოთ და მსხვილად დავჭრათ. გავარჩიოთ ბროწეული. სალათის ფოთლები გავრეცხოთ და შევაშროთ, შემდეგ ხელით დავაქუცმაცოთ. სალათის ყველა ინგრედიეტი ერთად ავურიოთ.

გემრიელად მირთვით!


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: