ვარსკვლავთკარიბჭე

რა არის ვარსკვლავთკარიბჭე? ეს გახლავთ მოწყობილობა, რომლის მიზანია სივრცე-დროზე ზემოქმედება მასში ჰიპერგვირაბის შესაქმნელად, რაც პლანეტიდან პლანეტაზე, თითქმის მეყსეული გადაადგილების საშუალებას იძლევა.

რა თქმა უნდა, იგი გამოგონილი მოწყობილობაა, რომელიც შექმნეს ძველებმა. ძველები - ასე უწოდებენ ოდესმე არსებულ ყველა რასათა შორის უფრო განვითარებულ და წინწასულ რასას. მათი ისტორია მრავალმილიონ წელს მოიცავს, ყველაზე მეტად ისინი ცნობილები არიან, როგორც ვარსკვლათკარიბჭის მშენებლები.

მეყსეული გადაადგილება ანუ ტელეპორტაცია მგზავრის შემადგენელი ნივთიერების ელემენტარული ნაწილაკების დონემდე დაშლითა და ამ გზით მიღებული ნივთიერების ნაკადის წარმოქნილ ჭიახვრელში გაგზავნით მიიღწევა.

დღეს ვარსკვლავთკარიბჭის ექვსი მოდელია ცნობილი:

 „პირველი თაობის ვარსკვლავთკარიბჭე“, რომელიც დაყენებულია ძველების სამეცნიერო–საკვლევ ხომალდ „ბედზე“.

„მეორე თაობის ვარსკვლავთკარიბჭე“, რომლებიც ირმის ნახტომში თითქმის ყველა სასიცოცხლოდ გამოსადეგ პლანეტაზეა.

„მესამე თაობის ვარსკვლავთკარიბჭე“, რომელიც ლანტიელებმა პეგასის გალაქტიკის თითქმის ყველა დასახლებულ პლანეტაზეა (ზოგი პლანეტის ორბიტაზეა).

ზეკარიბჭე - უზარმაზარი ვარსკვლავთკარიბჭე, რომელსაც ორაები ირმის ნახტომში „ჯვაროსნული ლაშქრობის“ დროს ჩვენს გალაქტიკაში არმიის გადმოსასროლად იყენებდნენ.

ტოლანური მოდელი, რომელიც ააგეს ტოლანებმა.

„მცირე“ მოდელი, რომელიც დედამიწაზე დროებით მყოფმა ძველმა ორლინმა ააგო.

ვარსკვლავთკარიბჭე წრიული ფორმისაა, მისი დიამეტრია დაახ. 6,7 მეტრი და იგი დაახლოებით 32 ტონას იწონის. ეს მოდელი აღჭურვილია მბრუნავი რგოლით, რომელზეც 39 სიმბოლოა ამოტვიფრული. კარიბჭის მოძრავი ნაწილი გადამრთველის როლს თამაშობს; ცხრა შევრონი რგოლზე თანაბრადაა გადანაწილებული და როდესაც მათ გასწვრივ ჩერდება სიმბოლო, შესაბამისი შევრონი „აიკრიფება“. ვიზუალურად ეს ქმედება ძალიან ჰგავს ძველებური ციფერბლატიანი ტელეფონის მუშაობას, რომელზეც ციფრები წრიულად იყო განლაგებული. ვარსკვლავთკარიბჭე მზადდება ნაკვადასაგან - დედამიწაზე უცნობი ზეგამტარი და უკიდურესად გამძლე ლითონისაგან, რაც განაპირობებს ვარსკვლავთკარიბჭის თითქმის გაუნადგურებადობას.

კარიბჭის მბრუნავი რგოლისა და შევრონების მანიპულაცია არაა აუცილებელი ვარსკვლავთკარიბჭის გასახსნელად. შესაბამისი სამართავი აპარატის გამოყენებით შეიძლება ვარსკვლავთკარიბჭის ძალიან სწრაფად გახსნა. როგორც წესი, ასეთი სამართავი მოწყობილობა დგას ყოველი კარიბჭის გვერდით და მას ასაკრეფი დანადგარი ეწოდება. დედამიწის ვარსკვლავთკარიბჭე მოთავსებულია SGC-ში (ვარსკვლავთკარიბჭის მართვის ცენტრი) და იგი დაცულია ტიტანის დამცავი დიაფრაგმით, მოგვიანებით, როდესაც შავი ხვრელის მიზიდულობამ იგი დაანგრია, გამოიყენეს ტრინიუმისა და ტიტანის ნარევისგან დამზადებული დამცავი დიაფრაგმა.



მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: