ვაშლის ნამცხვარი შტროიზელით

ინგრედიენტები:

ვაშლი - 2ც

ლიმონის წვენი - 2ს.კ

დარიჩინი - 2ჩ.კ

შაქარი - 250გ

დარბილებული კარაქი - 250გ

ფქვილი - 250გ

კვერცხი - 4ც

სოდა ძმრით - 1ჩ.კ

შაქრის პუდრი

მომზადება:

გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსზე. 22 სმ დიამეტრის ფორმას ჩავაფინოთ ძირში ქაღალდი. ვაშლი გავთალოთ და დავჭრათ, მოვასხუროთ ლიმონის წვენი და მოვაყაროთ დარიჩინის ნაწილი.

გავაკეთოთ შტროიზელი. ჯამში მოვათავსოთ 50 გ  კარაქი, ფქვილი 50გ და შაქარი 50გ. დავამატოთ დარჩენილი დარიჩინი და თითებით ავსრისოთ.

კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ, შევათქვიფოთ დარჩენილი კარაქი და დავამატოთ სოდა და ფქვილი.

ცომი გადავიტანოთ ფორმაში, ზემოდან გავანაწილეთ ვაშლის ნაჭრები და მოვაყარეთ შტროიზელი. ვაცხოთ დაახლოებით 40-50 წუთი. ბოლოს ზემოდან მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა. 


გემრიელად მიირთვით.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: