თბილისში ორ დღიანი ჰაკათონი გაიმართება

ჰაკათონი 21 აპრილს 17:30 საათზე სასტუმრო "რუმსში" დაიწყება და Impact Hub Tbilisi-ში გაგრძელდება.

TBC ბანკის განცხადებით, "Garage48 ღონისძიებების სერიაა, რომელიც 2010 წლის აპრილში ესტონეთში დაიწყო და მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. წლების განმავლობაში, პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო იდეა განხორციელდა და შეიქმნა რამდენიმე წარმატებული სტარტაპი. პროექტის მიზანია მეწარმეობისა და სტარტაპ კულტურის ხელშეწყობა და ადამიანებისთვის იმის სწავლება, თუ როგორ შეიძლება მოკლე ვადებში იდეა პროტოტიპად აქციონ."

გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი, რომლებიც საჩუქრად მიიღებენ იმფაქთ ჰაბის ერთთვიან ულიმიტო წევრობას და სხვადასხვა საჩუქარს.

ივენთი Facebook-ზე 


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: