თევზის ბასთურმა

ინგრედიენტები:

თევზი - 1კგ 

ხახვი - 3-4 თავი

ლიმონი - 1 ცალი

პილპილი, მარილი - გემოვნებით

მომზადება:

გასუფთავებული, გარეცხილი, ნაჭრებად დაჭრილი თევზი (თათრი, ზუთხი, ორაგული) მოვათავსოთ ფაიფურის ან მომინანქრებულ ჭურჭელში, დავაყაროთ მარილი, პილპილი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, თხელ ნაჭრებად დაჭრილი ლიმონი და ავურიოთ. შემდეგ დავახუროთ ჭურჭელს სახურავი და დავდგათ გრილ ალაგას რამდენიმე საათით, ან 1 დღე-ღამე. 

ასეთი სახით გამზადებული თევზი წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ნაკვერჩხალზე. შემდეგ კი მივიტანოთ სუფრაზე წვრილად დაჭრილ უმ ხახვსა და ლიმონთან ერთად. 


გემრიელად მიირთვით!


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: