ინდუისტური ნიშანი რომელსაც შუბლზე ატარებენ

ინდუისტური ნიშანი, რომელსაც შუბლზე ან სხეულის სხვა ნაწილებზე ატარებენ, ცნობილია როგორც ტილაკა ან ტილაკი. მას სხვადასხვა ჩვეულებების მიხედვით, ყოველდღიურად ან მხოლოდ რელიგიურ მოვლენებზე იყენებენ.

იგი გამოხატავს მესამე ან გონების თვალს, რომელიც დაკავშირებულია ბევრ ინდუისტურ ღმერთთან, მედიტაციის იდეასთან და სულიერ გასხივოსნებასთან. ძველად ტილაკას ძირითადად ღვთაებები, მოძღვრები, განდეგილები ან თაყვანისმცემლები ატარებდნენ, მაგრამ ახლა ინდუისტთა უმრავლესობის ადათად იქცა. იგი მზადდება სანდალოზის ცომისგან, ნაცრისგან, კუმკუმისგან, სინდურისგან, წებოსგან ან სხვა ნივთიერებისგან. ცომი იდება შუბლზე ან, ზოგ შემთხვევაში, თავის ზედა ნაწილზე.

ტილაკი ფხვნილის ან ცომის შუბლზე წაცხობით შექმნილი ნიშანია. იშვიათად, შუბლის დიდ ნაწილზე შვეულად ან თარაზულად იშლება და შეიძლება ცხვირიც კი დაფაროს. ყველაზე თვალსაჩინო და გავრცელებული ვაიშნავიტებისა და უფალ ვიშნუს ინკარნაციების, ძირითადად უფალ კრშნას, მიმდევრებისაა. ტილაკი შედგება გრძელი ხაზისგან, რომელიც იწყება თმის დასაწყისის ძირიდან თითქმის ცხვირის წვერამდე. 


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: