კალმახი ჭარხლის გარნირით

ინგრედიენტები: 

ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი - 100 მლ 

თეთრი ღვინის ძმარი - 3 

ჭარხალი - 300 გ 

კალმახი - 2 ნაჭერი

ზეთი - 2 სუფრის კოვზი

კამა - 0.5 კონა

ზეთი - 4 სუფრის კოვზი 

მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: 

ტაფაში გავაცხელოთ ფორთოხლის წვენი, ღვინო და 2 ს.კ. წყალი, დავუმატოთ მარილი და პილპილი. შიგ ჩავაწყოთ გაფცქვნილი და თხელ ნაჭრებად დაჭრილი ჭარხალი. ცოტა ხანი დავდგათ, რომ არომატი გაუჯდეს. კალმახის ნაჭრებს მოვაყაროთ მარილი და გაცხელებულ ტაფაზე 2 ს.კ. ზეთში შევწვათ ორივე მხრიდან. სანამ თევზი შეიწვება კამა წვრილად დავჭრათ. თევზი ჭარხალთან ერთად გავიტანოთ სუფრაზე, შეგიძლიათ არაჟანიც დაამატოთ.

გემრიელად მიირთვით!


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: