კარტოფილის გრატენი

ინგრედიენტები:

კარტოფილი – 4 ც.

ფქვილი – 2 ს/კ

მწვანე ხახვი – ნახევარი კონა

ნაღები 30%-იანი ან მეტი – 1 ჩ/ჭ

რძე – 1 ჩ/ჭ

ყველი – ნაკლებადმარილიანი, დახეხილი

კარაქი – 1  ს/კ

მარილი – 1 ს/კ, შავი პილპილი – გემოვნებით

მომზადება:

დავჭრათ კარტოფილი მრგვალ ნაჭრებად. დავალაგოთ კარაქწასმული ლამაზ ფორმაში, მოვასხათ ერთმანეთში არეული ნაღები, რძე, ფქვილი, მარილი, პილპილი და ამ ფორმას გარედან შემოვაკრათ ვერცხლის ვერცხლის ფოლგა.

შევდგათ ღუმელში და 25-30 წთ ვაცხოთ 200 გრადუსზე. შემდეგ შემოვაცალოთ ვერცხლის ფოლგა და კიდევ 20 წუთი დავტოვოთ ღუმელში. ბოლოს მოვაყაროთ დახეხილი ყველი და კიდევ 5 წუთით შევდგათ. გამოვიტანოთ და მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი. 

 

გემრიელად მიირთვით.

იხილეთ ვიდეო: 



მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: