კასტრული მღვიმე ავსტრიაში

ლამპრეხტსოფენი გახლავთ კარსტული მღვიმე ავსტრიაში. მისი სიღრმე 1632 მ-ია. იგი მსოფლიოს ერთ-ერთი უღრმესი მღვიმეა. სიგრძე 51 კმ-ია. მდებარეობს ლეოგანგის მთებში, ზღვის დონიდან 664 მ სიმაღლეზე. მღვიმეში გაედინება მიწისქვეშა მდინარე. აქვს 4 შესასვლელი.

მღვიმე ცნობილია მრავალი საუკუნეების განმავლობაში; ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, მასში ეძებდნენ რაინდ ლამპრეხტის საგანძურს, რომელიც ჯვაროსნული ლაშქრობებიდან დიდძალი საშოვრით დაბრუნდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, საგანძური მემკვიდრეობით ერგო მის ორ ქალიშვილოს, თუმცა ერთ-ერთმა მოიპარა დის წილი და ოქრო ლამპრეხტის მღვიმეში გადამალა.

1905 წელს მღვიმის სიღრმეში იპოვეს ადამიანის რამდენიმე ჩონჩხი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ განძის მაძიებლებს მღვიმის ლაბირინთებში არაერთხელ ერეოდათ გზა, რაც სიკვდილის მიზეზი ხდებოდა. იმავე დროს, მღვიმის 600 მეტრიანი მონაკვეთი საჯაროდ გაიხსნა როგორც კომერციული მღვიმე. 1701 წელს ადგილობრივმა მთავრობამ სცადა მღვიმის შესასვლელის ამოქოლვა.

2014 წლის მდგომარეობით ლამპრეხტსოფენი მსოფლიოს რიგით მე-4 უღრმესი მღვიმეა, საქართველოში მდებარე კრუბერის გამოქვაბულის (2197 მ), სარმის მღვიმისა (1830 მ) და თოვლიანი უფსკრულის (1753 მ) შემდეგ. დღეს, ლამპრეხტსოფენის 700 მეტრიანი მონაკვეთი ღიაა მნახველებისთვის.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: