კიდული მონასტერი

სიუანკუნ-სი - კიდული მონასტერი. სატაძრო კომპლექსი, რომელიც აგებულია კლდეზე წმინდა მთა ჰენშენის მახლობლად შანსის პროვინციაში, ჩინეთში. 

სიუანკან-სის რეგიონში დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს და ტურისტების სიმრავლით გამოირჩევა. მონასტერი 491 წელს ჩრდილოეთის ვეითა დინასტიის დროს აშენდა. კომპლექსი აერთიანებს ბუდისტურ, დაოსურ და კონფუციანურ საკურთხევლებს.

მონასტერში ციცაბო კედლის გასწვრივ დაახლოებით 40 დარბაზი და პავილიონია განთავსებული. ნაგებობები ხიმინჯებს ემყარება, რომლებიც თავის მხრივ კლდეშია ჩასობილი. თავად კლდე მონასტრის უკანა კედლად გამოიყენება. კლდეში გამოკვეთილია ბუდის გამოსახულება და ქანდაკებები.

მონასტერში საერთო ჯამში სხვადასხვა მასალისგან დამზადებული 80 ქანდაკებაა. ყველაზე მსხვილი რელიეფური ამონაკვეთია ტატხატის გამოსახულება.

სიუანკან-სი 1982 წლიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ ეროვნული ძეგლის სახელით სარგებლობს და სახელმწიფოს მიერ არის დაცული.

იხილეთ ვიდეო: 



მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: