კოდური სახელწოდება „Fat Man“

1945 წლის 6 და 9 აგვისტოს აშშ-ს საბრძოლო თვითვმფრინავმა იაპონიის ქალაქ ნაგასაკში ჩამოაგდო ატომური ბომბი, კოდური სახელწოდებით „Fat Man“ (სქელი კაცი). მის აფეთქებას დაახლოებით 80.000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 8 აგვისტოს სსრკ-მა ომი გამოუცხადა იაპონიას. საბჭოთა ჯარებმა სწრაფი შეტევით მოკლე დროში გაანადგურეს კვანტუნის არმია და გაათავისუფლეს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის ჩინეთის ნაწილი, ჩრდილოეთ კორეა, კუნძული სახალინი და კურილის კინძულები. განთავისუფლებული მანჯურია ეკონომიკურად ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რაიონი, გადაიქცა ჩინეთის რევ. ძალების საიმედო სამხედრო-სტრატეგიულ პლაცდარმად. სსრკ-ის ომში ჩაბმამ და კვანტუნის არმიის განადგურებამ დააჩქარა იაპონიის უსიტყვო კაპიტულაცია, რომლითაც 1945 წლის 2 სექტემბერს დასრულდა მეორე მსოფლიო ომი.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: