კოქტეილი პინა კოლადა

  • ინგრედიენტები:
  • თეთრი რომი - 60მლ
  • ანანასი - 1 ნაჭერი
  • ქოქოსის კრემი - 30მლ
  • დაფშხვნილი ყინული - 1 ჭიქა
  • ანანასის წვენი - 90მლ

მომზადება:

ჩავყაროთ ერთი ჭიქა დაფშხვნილი ყინული ბლენდერში. დავამატოთ 30მლ ქოქოსის კრემი, 60 მლ. რომი  და 120 მლ. ანანასის წვენი. ჩავრთოთ ბლენდერი საშუალო სიჩქარეზე და შევურიოთ ყველა ინგრედიენტი ერთად. პინა კოლადა უნდა იყოს გლუვი, ტკბილი და კრემიანი. ჩავასხათ ჭიქაში და შევამკოთ სასმელი ანანასის ნაჭრის ჭიქაზე დამაგრებით. ასევე, ანანასის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ალუბალი.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: