კრუბერის გამოქვაბული

კრუბერის გამოქვაბული მდებარეობს აფხაზეთში, ორთაბალაგანის აღმოსავლეთ ხეობის ზემო ნაწილში. იგი დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან ყველაზე ღრმაა, რომლის სიღრმეა 2190 მეტრი. სახელი ეწოდა ალექსანდრე კრუბერის პატივსაცემად. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმე წარმოადგენს სუბვერტიკალური ტიპის სიღრუეს. შესასვლელი ზღვის დონიდან 2320 მ-ზე მდებარეობს. მღვიმეში გვხვდება მინიატურული სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ფარდები, ადგილობრივი წარმოშობის ნგრეული და გამოფიტვის მასალა. ჰავა სტატიურია. არის ასევე წყლის ნაკადები და პატარა ტბები. კრუბერის უფსკრულის წყლებით საზრდოობს მდინარე რეპრუა.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: